გილოცავთ მარიამობას!

გილოცავთ მარიამობას!

August 27, 2019

28 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს - მარიამობას აღნიშნავს.

უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

საეკლესიო სწავლებით, მარიამს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელისგან ახარა, დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა.

ღვთისმშობლის თხოვნითა და ღვთის განგებით, საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები,თომას გარდა, მიძინების დღეს მარიამთან გამოსამშვიდობებლად შეიკრიბნენ.

მოციქულები ღვთისმშობლის სარეცელს შემოერტყნენ, როდესაც უჩვეულო ნათელით გამოჩნდა ქრისტე; გახარებული მარიამი წამოიწია და შეეგება თავის შვილსა და ღმერთს, რომელსაც ჩააბარა სული.

ანგელოზთა გუნდმა გალობით მიაცილა ღვთისმშობელი გეთსიმანიის ბაღში. სამი დღის შემდეგ თომაც ჩამოვიდა და ატირებული დაეცა საფლავის კართან, რათა თაყვანი ეცა მისთვის. მოციქულებმა სამარხი გახსნეს, სადაც მხოლოდ სუდარა დახვდათ. იმავე საღამოს მარიამი თავად გამოეცხადა მოციქულებს და უთხრა: „გიხაროდენ, რამეთუ თქვენთანა ვარ ყოველთა შინა დღეთა“ - უფალმა ღვთისმშობელი ზეცაში სხეულით აღამაღლა.

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» გილოცავთ მარიამობას. დედა ღვთისა იყოს თქვენი, თქვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოს მფარველი!