იმგზავრეთ კომფორტულად და უსაფრთხოდ «მაქსიმთან» ერთად

იმგზავრეთ კომფორტულად და უსაფრთხოდ «მაქსიმთან» ერთად

April 11, 2017

ცხოვრების რიტმი დღითიდღე იზრდება. ხშირად სადღაც გვეჩქარება ან გვაგვიანდება. ასეთ დროს ჩვენს წინაშე დგება საკითხი — გამოვიძახოთ ტაქსი თუ ქუჩაში გავაჩეროთ.

ზოგი ფიქრობს, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში დაზოგავს დროს, და არ აქცევს ყურადღებას უსაფრთხოებას, ამასთანავე უფრო ძვირი უჯდება მგზავრობა.

უდაოდ, მძღოლების უმეტესობა კეთილსინდისიერი და პატიოსანი ადამიანია, რომლებიც გამოსულნი არიან მცირე შემოსავლის მისაღებად ან, უბრალოდ, საწვავის ფულის ასანაზღაურებლად.

მაგრამ ბოლო დროს ქალბატონები ხშირად უჩივიან მამაკაცი-მძღოლების ქცევას. ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ Youtube-ზე ატვირთულ ვიდეოში გოგონები ყვებიან, თუ როგორ დააღწიეს თავი ტაქსისტების მხრიდან ძალადობის მცდელობას.

რა თქმა უნდა, ეს ერთეული შემთხვევებია, მაგრამ უმჯობესია, ყოველთვის დაცულად ვგრძნობდეთ თავს მსგავსი ინცინდენტისგან და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვიმგზავრებთ არა მარტო ხელმისაწვდომ ფასად, არამედ სწრაფად, კომფორტულად და, რაც მთავარია, უსაფრთხოდ.

ამიტომ კომპანია «მაქსიმი» გთავაზობთ ტაქსის გამოძახებას ოპერატორის დახმარებით ან მასთან დაკავშირების გარეშე - iOS-ის, Android-ისა და Windows Phone-ის პლანშეტებისა და სმარტფონების საფირმო მობილური აპლიკაციით «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» და ონლაინ საიტზეtaximaxim.ge, რაც თავიდან აგაცილებთ არასასიამოვნო და მოულოდნელ სიტუაციებს.

თქვენი გადასაწყვეტია — გამოიძახოთ ავტომობილი თუ გააჩეროთ ქუჩაში გამვლელი ტაქსი.

სერვისი «მაქსიმის» საშუალებით ავტომობილის შეკვეთის უპირატესობაა:

- ყოველი შეკვეთა ფიქსირდება;

- საუბარი იწერება;

- მგზავრობის მარშრუტი კონტროლდება GPRS-ის საშუალებით;

- შემკვეთისა და მძღოლის მონაცემები ინახება (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად);

- საჭიროების შემთხვევაში კომპანია თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან;

- კლიენტი იღებს SMS-შეტყობინებას შეკვეთაზე დანიშნული მძღოლისა და ავტომობილის შესახებ;

- კლიენტს აქვს შესაძლებლობა უკუკავშირის საშუალებით დააკომენტაროს და შეაფასოს დასრულებული შეკვეთები;

- კომპანიის მენეჯერები განიხილავენ ყველა შემოსულ პრეტენზიას.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ცნობილია მძღოლებისთვის, რომლებიც იღებენ შეკვეთებს შესასრულებლად. «მაქსიმის» სერვისით სარგებლობის დაწყებამდე მძღოლები გადიან მენეჯერთან ინსტრუქტაჟს.

ისარგებლეთ ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმის» მომსახურებით და იმგზავრეთ კომფორტულად, ხელმისაწვდომ ფასად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ!

გამგზავრების დროა!