გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

May 26, 2016

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან, იღებს სათავეს.

26 მაისი ყველაზე ძვირფასი დღეა ჩვენს ცნობიერებაში. არაერთი თაობა იბრძოდა საქართველოს თავისუფლების მოპოვებისთვის და განმტკიცებისთვის.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დედაქალაქში და რეგიონებში იმართება საზეიმო გასართობი ღონისძიებები, რომლებიც საინტერესო და დასამახსოვრებელია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის, - სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ავიაშოუ, თეატრალიზებული მსვლელობები, სხვადასხვა ტიპის კონცერტები და კონკურსები.

ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმი» გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყველას ერთად გვეცხოვროს ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოში! დიდება და პატივი მათ, ვინც იბრძოდა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის და თავი შესწირა მის დამოუკიდებლობას.