უკანკონფიდენციალურობის პოლიტიკა
უკანკონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა TAXSEE DRIVER მობილური აპლიკაციის გამოყენებისას



წინამდებარე პოლიტიკით რეგლამენტირდება მობილური აპლიკაციის Taxsee Driver-ის მომხმარებელთა პერსონალური და სხვა კონფიდენციალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების წესი ინტერნეტის ქსელის მეშვეობით ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენების გზით. წინამდებარე პოლიტიკა წარმოადგენს ლიცენზიის შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, რომელიც განთავსებულია ინტერნეტის ქსელში მისამართზე https://taximaxim.ge და მოქმედებს მასთან ერთად.


ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე პოლიტიკის ფარგლებში გამოიყენება შემდეგი ტერმინები:

1.1. პერსონალური მონაცემები — ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.

1.2. მობილური აპლიკაცია - ელექტრონული გამომთვლელი მანქანებისთვის განკუთვნილი პროგრამა Taxsee Driver, რომელიც ყენდება მომხმარებლის მოწყობილობაზე და იმართება მობილური ოპერაციული სისტემების iOS-ის, Android-ისა და Windows Phone-ის მეშვეობით. აღნიშნული პროგრამის საშუალებით ხდება მონაცემთა ბაზაზე მომხმარებლის წვდომის ავტომატიზირება.

1.3. საიტი — ელექტრონული გამომთვლელი მანქანებისთვის განკუთვნილი პროგრამებისა და საინფორმაციო სისტემაში არსებული სხვა ინფორმაციის ერთობლიობა, რომელზეც წვდომა უზრუნველყოფილია ინტერნეტის ქსელის საშუალებით დომენის სახელებითა და (ან) ქსელური მისამართებით, რაც იძლევა საიტების იდენტიფიცირების საშუალებას ინტერნეტის ქსელში. ინტერნეტის ქსელში უფლების მფლობელის საიტების მისამართებია: https://taximaxim.ge/en/driver/ ან https://taximaxim.ge/driver/

1.4. უფლების მფლობელი — პირი, რომელსაც ეკუთვნის საიტის გამოყენების, ასევე მობილური აპლიკაციის გამოყენებისა და გავრცელების უფლება და რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

1.5. მომხმარებელი — პირი, რომელიც ახორციელებს მობილური აპლიკაციის გამოყენებას მარტივი (არაგანსაკუთრებული) ლიცენზიის პირობებით და აწვდის უფლების მფლობელს თავის პერსონალურ მონაცემებს.

1.6. შემკვეთი — პირი, რომელიც უფლების მფლობელს აწვდის ინფორმაციას მისთვის გადაყვანის/გადაზიდვის, საქონლის (ტვირთის) მიწოდების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ჩატარების მომსახურების გაწევის არსებული საჭიროების შესახებ.

1.7. პერსონალური მონაცემების დამუშავება — მონაცემთა დამუშავება − ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის მიზნით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;

1.8. პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავება — მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავება;

1.9. პერსონალური მონაცემების მიწოდება — მოქმედებები, რომლებიც მიმართულია განსაზღვრული პირისთვის ან პირთა განსაზღვრული წრისათვის პერსონალური მონეცემების გამჟღავნებისკენ.

1.10. პერსონალური მონაცემების დაბლოკვა — მონაცემების დამუშავების დროებითი შეწყვეტა.

1.11. პერსონალური მონაცემების განადგურება — მოქმედებები, რომელთა შედეგად პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემაში შეუძლებელი ხდება პერსონალური მონაცემების შემცველობის აღდგენა და (ან) რომელთა შედეგად ნადგურდება პერსონალური მონაცემების მატერიალური მატარებლები.

1.12. პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემა — მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებისა და მათი დამუშავების უზრუნველმყოფი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა.

1.13. Cookie ფაილები — მონაცემების ფრაგმენტი, რომელიც გაგზავნილია საიტის მიერ და ინახება კომპიუტერში, მობილურ ტელეფონზე ან სხვა მოწყობილობაზე, საიდანაც მომხმარებელი შედის საიტზე, და რომელიც ინახავს მონაცემებს მომხმარებლის მიერ საიტზე შესრულებული მოქმედებების შესახებ.

1.14. მოწყობილობის იდენტიფიკატორი — უნიკალური მონაცემები, რომელთა საშუალებით ხდება მომხმარებლის მოწყობილობის იდენტიფიცირება, რომელზეც დაყენებულია მობილური აპლიკაცია, და რომლებიც შეთავაზებულია თვითონ მოწყობილობის მიერ ან გამოთვლილია მობილური აპლიკაციით.

2. მომხმარებლის მიერ თავის მოწყობილობაზე მობილური აპლიკაციის დაყენება ან მობილური აპლიკაციის ნებისმიერი სხვა მეთოდით გამოყენება, ასევე საიტის გამოყენება ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე პოლიტიკის პირობებს, მათ შორის თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას უფლების მფლობელის მიერ იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი თანხმობა მოითხოვება მოქმედი კანონმდებლობის დებულებებით.


პერსონალური მონაცემები

3. პერსონალური მონაცემების დამუშავებისას მომხმარებელს აქვს უფლება:

3.1. მიიღოს ინფორმაცია, რომელიც ეხება მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მათ შორის ინფორმაცია,

3.2. გაასაჩივროს უფლების მფლობელის მოქმედება ან უმოქმედობა პერსონალური მონაცემების სუბიექტთა უფლებების დაცვის უფლებამოსილ ორგანოში ან სასამართლო წესით, თუ მომხმარებელი ვარაუდობს, რომ უფლების მფლობელი ახორციელებს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით ან სხვა გზით არღვევს მის უფლებებსა და თავისუფლებებს.

3.3. დაიცვას თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, მათ შორის მოითხოვოს სასამართლო წესით ზარალის ანაზღაურება და (ან) მორალური ზიანის კომპენსაცია.

4. პერსონალური მონაცემების დამუშავებისას უფლების მფლობელი კისრულობს ვალდებულებას:

4.1. წარუდგინოს მომხმარებელს მისივე თხოვნით შემდეგი ინფორმაცია:

4.1.1. მის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება;

4.1.2. მონაცემთა დამუშავების მიზანი;

4.1.3. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

4.1.4. რა გზით შეგროვდა მონაცემები;

4.1.5. ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

4.2. უზრუნველყოს ზომების მიღება მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე არასანქციონირებული წვდომის თავიდან ასაცილებლად.

4.3. გამოაქვეყნოს ან სხვა გზით უზრუნველყოს შეუზღუდავი წვდომა დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას პერსონალური მონაცემების დამუშავების მიმართ, ასევე ინფორმაციაზე პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართ რეალიზებადი მოთხოვნების შესახებ.

5. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზანი არის ხელშეკრულების დადება (ქველიცენზიის შეთანხმება) მომხმარებელსა და უფლების მფლობელს შორის. პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავებისას უფლების მფლობელი არ ისახავს სხვა მიზანს გარდა ქველიცენზიის შეთანხმების შესრულების მიზნისა.

6. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ინახება ელექტრონულ მატარებლებზე და მუშავდება პერსონალური მონაცემების დამუშავების ავტომატიზირებული სისტემების გამოყენებით.

7. უფლების მფლობელი აგროვებს და ამუშავებს მომხმარებლის შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

7.1. გვარს, სახელს;

7.2. დაბადების თარიღს;

7.3. სააბონენტო ტელეფონის ნომერს;

7.4. ფოტოგრაფიულ გამოსახულებას;

7.5. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას, ნომერს და გაცემის თარიღს;

7.6. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერს.

7.7. უფლების მფლობელის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ნადგურდება მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში. მომხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ, მის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები არ ინახება და შემდეგში არ გამოიყენება, უფლების მფლობელი არ ინახავს, არ ამუშავებს, არ გამოიყენებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს და არ არის პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი.

8. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების განადგურება ხორციელდება მათი შემდგომი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე.

9. უფლების მფლობელი იყენებს და ინახავს მომხმარებლის შემდეგ მონაცემებს, რომლებიც არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და არ იძლევა მომხმარებლის იდენტიფიცირების საშუალებას:

9.1. სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი და ფერი;

9.2. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სარეგისტრაციო ნიშნის ციფრული ნაწილი;

9.3. სახელი.

10. მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ უფლების მფლობელის თანამშრომლებს. უფლების მფლობელი არ ავრცელებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, ასევე არ აძლევს მათზე წვდომას მესამე პირებს მომხმარებლის წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა შემთხვევებისა, როდესაც პერსონალური მონაცემების მიწოდება ხდება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

11. მომხმარებლის პერსონალური მონაცემებზე არასანქციონირებული წვდომის თავიდან ასაცილებლად უფლების მფლობელი მიმართავს შემდეგ ზომებს:

11.1. ნიშნავს თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პერსონალური მონაცემების დამუშავების ორგანიზებაზე;

11.2. მიმართავს ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.

11.3. უზრუნველყოფს ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვას.

11.4. სერვისის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, ვალდებულია არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთანავე, მას ეკისრება ვალდებულება, დაიცვას მონაცემთა საიდუმლოება, მათ შორის, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.

11.5. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით იღებს სხვა ზომებს განსაზღვრულს საქართველოს კანონმდებლობით.

12. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს უფლების მფლობელისგან მისი პერსონალური მონაცემების დაზუსტება (აქტუალიზაცია), მათი გაასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ, ასევე გამოითხოვოს თავისი თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. აღნიშნული მოთხოვნა შეიძლება წარდგენილი იქნას წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული საშუალების გამოყენებით. უფლების მფლობელის ფილიალების მისამართები მითითებულია საიტის შესაბამის განყოფილებაში. აღნიშნული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მომხმარებლის ან მისი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტის ნომერს, მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილის მისამართს, ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს მომხმარებლის მონაწილეობას უფლების მფლობელთან ურთიერთობაში (მომხმარებლის ID-ნომერი), ან ინფორმაციას, რომელიც სხვაგვარად ადასტურებს პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტს, მოთხოვნას მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაზუსტების, დაბლოკვის ან განადგურების შესახებ ან შეტყობინებას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობაზე უარის შესახებ და მომხმარებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას. უფლების მფლობელი ვალდებულია მომხმარებლისგან ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან შემკვეთს აცნობოს უარის თქმის საფუძველი. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წარდგენიდის შემდგომ, უფლების მფლობელს აქვს უფლება დაბლოკოლს მონაცემები მომხმარებლის მომართვის საფუძველზე. მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 3 დღის ვადაში და ძალაშია უფლების მფლობელის მიერ მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, წაშლისა და განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება დაბლოკვის მიზეზის არსებობის განმავლობაში უნდა ერთოდეს შესაბამის მონაცემებს.


გეოლოკაციური მონაცემები

13. მობილური აპლიკაციის მეშვეობით უფლების მფლობელი იღებს მონაცემებს მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ (გეოლოკაციური მონაცემები). გეოლოკაციური მონაცემები გადაეცემა უფლების მფლობელს მხოლოდ მობილური აპლიკაციის გამოყენების დროს. მომხმარებელს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ აკრძალოს გეოლოკაციური მონაცემების გადაცემა თავისი მობილური მოწყობილობის შესაბამისი პარამეტრების შეცვლის გზით, თუმცა ამას შეიძლება მოყვეს მობილური აპლიკაციის გამოყენების შეუძლებლობა.

14. შემკვეთისთვის სატრანსპორტო საშუალების გამოძახების, ტვირთის გადაზიდვის, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების განხორციელების საჭიროების რეალიზაციის მიზნით, უფლების მფლობელს შეუძლია მიაწოდოს შემკვეთს მონაცემები მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ.


საგადახდო მონაცემები

15. უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო ბარათების გამოყენებით სალიცენზიო გასამრჯელოს გადახდის შესაძლებლობის მისაღებად, მომხმარებელმა მობილურ აპლიკაციაში უნდა მიუთითოს შემდეგი მონაცემები:

15.1. საბანკო ბარათის ნომერი;

15.2. საბანკო ბარათის მოქმედების ვადა;

15.3. საბანკო ბარათის მფლობელის გვარი და სახელი;

15.4. საბანკო ბარათის დამცავი კოდი.

16. უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდა საბანკო ბარათების გამოყენებით ხორციელდება საერთაშორისო საგადახდო სისტემების წესების შესაბამისად გადახდის შესრულების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპებით. მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება საგადახდო ბარათების ინდუსტრიის მონაცემების უსაფრთხოების სტანდარტების (Payment Card Industry Data Security Standard) მოთხოვნებთან პროცედურების შესაბამისად და არავის შეუძლია მათი მიღება, მათ შორის არც უფლების მფლობელს. საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანა ხორციელდება იმ ბანკი ეკვაიერის დაცულ საგადახდო გვერდზე, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების უნაღდო ანგარიშსწორებით ანაზღაურების შესაძლებლობას.

17. პირად ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების გამოტანის განსახორციელებლად, მომხმარებელი აწვდის უფლების მფლობელს მონაცემებს ბანკში გახსნილი ანგარიშის შესახებ და სხვა მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია ფულადი სახსრების გადასარიცხად, მათ შორის მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ:

17.1. ბანკის კოდი;

17.2. მიმღების ანგარიშის ნომერი;

17.3. მიმღების გვარი, სახელი;

17.4. ანგარიშის ნომერი;

18. მონაცემები, რომლებიც მომხმარებლის მიერ წარმოდგენილია პირად ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების გამოტანის მიზნით, არ აძლევს უფლების მფლობელს არანაირი ოპერაციის წარმოების საშუალებას, გარდა მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის ოპერაციებისა.


Cookie ფაილები

19. უფლების მფლობელის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ტიპის Cookie ფალები:

19.1. მკაცრად აუცილებელი Cookie ფაილები. ეს Cookie ფაილები საჭიროა საიტზე გადააადგილებისა და მოთხოვნილი ინფორმაციის გამოყენებისათვის. ამ ტიპის Cookie ფაილები გამოიყენება მომხმარებლის რეგისტრაციისა და სისტემაში შესვლის დროს. მათ გარეშე მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მიუწვდომელია. მოცემული Cookie ფაილები არის ძირითადი და შეიძლება იყოს როგორც მუდმივი, ისე დროებითი. ამ ტიპის Cookie ფაილების გამოყენების გარეშე საიტი სათანადოდ ვერ მუშაობს.

19.2. საექსპლუატაციო Cookie ფაილები. ეს Cookie ფაილები აგროვებენ სტატისტიკურ მონაცემებს საიტის გამოყენების შესახებ. მოცემული ფაილები არ ღებულობენ მომხმარებლის პირად ინფორმაციას. Cookie ფაილების მიერ შეგროვილ მთელ ინფორმაციას აქვს სტატისტიკური ხასიათი და არის ანონიმური. ამ Cookie ფაილების გამოყენების მიზანია:

19.2.1. საიტების გამოყენების სტატისტიკის მიღება;

19.2.2. სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის შეფასება.

მოცემული Cookie ფაილები არის მუდმივი და დროებითი, ასევე შეიძლება მიეკუთვნებოდეს როგორც ძირითადს, ისე სხვა Cookie-ს.

19.3. ფუნქციონალური Cookie ფაილები. Cookie ფაილების ეს ტიპი გამოიყენება მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დასამახსოვრებლად (როგორიცაა მომხმარებლის სახელი, ენა ან ადგილმდებარეობა). მოცემული ფაილები გამოიყენებენ ანონიმურ ინფორმაციას და არ აკონტროლებენ მომხმარებლის ქმედებებს სხვა საიტებზე. ამ Cookie ფაილების გამოყენების მიზანია:

19.3.1. მონაცემების დამახსოვრება იმის შესახებ, მიეწოდებოდა თუ არა ადრე მომხმარებელს რაიმე ინფორმაცია;

19.3.2. მთლიანად საიტთან ურთიერთქმედების ხარისხის გაზრდა მომხმარებლის მიერ არჩეული უპირატესობების გათვალისწინებით.

მოცემული Cookie ფაილები არის მუდმივი და დროებითი, ასევე შეიძლება მიეკუთვნებოდეს როგორც ძირითადს, ისე სხვა Cookie-ს.

19.4. სარეკლამო Cookie ფაილები. Cookie ფაილების ეს ტიპი გამოიყენება რეკლამის ნახვის რაოდენობის შესამცირებლად, ასევე სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად. სარეკლამო Cookie ფაილები გამოიყენება საიტზე სარეკლამო მასალების სამართავად. სარეკლამო Cookie ფაილები თავსდება მესამე პირების მიერ — მაგალითად, რეკლამის დამკვეთებისა და მათი აგენტების მიერ. ეს ფაილები შეიძლება იყოს როგორც მუდმივი, ისე დროებითი. ისინი დაკავშირებულია საიტზე სხვა კომპანიების მიერ წარმოდგენილ რეკლამასთან.

20. Cookie ფაილების დაბლოკვა ან წაშლა, ასევე მათი მოქმედების შეზღუდვა შეიძლება ბრაუზერის პარამეტრებში, რომლითაც სარგებლობს მომხმარებელი.


მონაცემები ფიჭური კავშირის ოპერატორის შესახებ

21. მობილური აპლიკაციის მეშვეობით უფლების მფლობელი იღებს მონაცემებს ოპერატორის შესახებ, რომელიც მომხმარებელს აწვდის მოძრავი სატელეფონო კავშირის (ფიჭური კავშირის) მომსახურებას.

22. შეგროვებადი მონაცემები ფიჭური კავშირის ოპერატორის შესახებ არ შეიცავენ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს.

23. ფიჭური კავშირის ოპერატორის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზანი არის მობილური აპლიკაციის პარამეტრებში მომხმარებლის ადგილმდებარეობის ქვეყნისა და მობილური აპლიკაციის ინტერფეისის ენის შესახებ მონაცემების ავტომატური დაყენება.


შეკვეთების ისტორია

24. უფლების მფლობელი ინახავს მომხმარებლის მიერ შესრულებული შეკვეთების ისტორიას, კერძოდ, შეკვეთის შესრულების დაწყების დროს, ავტომობილის მიწოდების ადგილის მისამართს, მარშრუტის შუალედურ და საბოლოო მისამართებს, გამოყენებად ტარიფს, გადახდის მეთოდს და შემკვეთის მიერ მითითებულ სხვა მონაცემებს.

25. შეკვეთების ისტორიის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზანია პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში შემკვეთის შეკვეთის შეტანის შესაძლებლობის ხარისხის გაუმჯობესება შეკვეთის პარამეტრების ავტომატური შევსების გზით ადრე წარმოდგენილი მონაცემების გამოყენებით, რაც იძლევა შეკვეთის შექმნის დროის შემცირების საშუალებას.