საქართველოში ტურისტული სეზონი იწყება

საქართველოში ტურისტული სეზონი იწყება

13 მაისი, 2016

რა უნდა იყოს სასიამოვნო და ხალისიან მოგზაურობაზე უკეთესი, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა?! მისი მრავალფეროვანი ბუნება, ისტორიული ძეგლები, ქართული სამზარეულო და ხალხის სტუმართმოყვარეობა ყოველთვის და ყველასათვის მიმზიდველია. აქ, ამ მცირე სივრცეში, მშვიდობიანად თანაარსებობენ სხვადასხვა ეთნოკულტურები და ტრადიციები.

«მზიანი საქართველო», «მიწიერი სამოთხე», «ოქროს საწმისის ქვეყანა», - ასე მოიხსენიება საქართველო კლასიკოსებისა და ჩვენი თანამედროვეების მიერ.

ეს ქვეყანა - ნამდვილი სამოთხეა ტურისტებისთვის, გურმანებისთვის, მთების მოყვარულთათვის, ზღვაზე დასვენების მსურველთათვის და გაჩუქებთ ბევრ ახალ შთაბეჭდილებას და დაუვიწყარ ემოციებს.

«მაქსიმი» თქვენს სამსახურშია

ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმი» მზად არის გაგიწიოთ მომსახურება საქართველოში ჩამოსულ სტუმრებსა და მასპინძლებს. ჩვენი ფილიალები მუშაობენ საქართველოს ქალაქებში — თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. საკუთარი კომფორტული ავტომობილებით თქვენ მოგემსახურებიან გამოცდილი და თავაზიანი მძღოლები. აირჩიეთ სასურველი ტარიფი ავტომობილის ტიპის მიხედვით, მაგალითად, მსუბუქი ეკონომი, მსუბუქი კომფორტი ან მინივენი. ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქებიდან შეგიძლიათ გაემგზავროთ ნებისმიერი მიმართულებით, დატკბეთ ულამაზესი ხედებით, რომლებიც თქვენს თვალწინ გადაიშლება, დაათვალიეროთ ღირსშესანიშნაობები, რომლებიც მრავლადაა ჩვენს პატარა ქვეყანაში, მის ყოველ კუთხე-კუნჭულში.

დარწმუნებული ვართ, თქვენ კმაყოფილი დარჩებით მომსახურების ხარისხით. გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!

იმისათვის, რომ გამოიძახოთ ტაქსი

1) დაუკავშირდით ოპერატორებს შემდეგ ნომრებზე:

თბილისში — (095) 260 60 60;

რუსთავში — (0341) 24 22 22;

ქუთაისში — (0431) 25 88 88;

ბათუმში — (0422) 24 00 00;

ზუგდიდში — (0415) 22 44 44.

ასევე, ხმოვანი მენიუს მეშვეობით, შეგიძლიათ გამოიძახოთ ტაქსი ოპერატორის დახმარების გარეშე.

2) ჩამოტვირთეთ აპლიკაცია «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» iOS-ის, Android-ისა და Windows Phone-ის სმარტფონებსა და პლანშეტებზე და/ან შედით საიტზე taximaxim.ge, დააყენეთ პარამეტრები, მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, ქვეყანა/რეგიონი, ენა, გამგზავრების პუნქტი (საიდან?), დანიშნულების პუნქტი(სად?), ავტომობილის სახეობა, მიწოდების დრო, შეარჩიეთ გადახდის ფორმა. შესაბამისი ველების შევსების შემდეგ მგზავრობის ფასი თქვენთვის წინასწარ იქნება ცნობილი.

შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებითი მომსახურებებით:

აკუმულატორით დაქოქვა, ავტომობილის ბუქსირება, ფხიზელი მძღოლის მომსახურება, შეხვედრა/გაცილება, სასწრაფოობა.

გამგზავრების დროა!

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი