«გადაეცით თქვენს უფროსობას, რომ ძალიან მაგარი მომსახურება გაქვთ!»

«გადაეცით თქვენს უფროსობას, რომ ძალიან მაგარი მომსახურება გაქვთ!»

6 ივნისი, 2016

ტაქსის გამოძახების სამსახურმა «მაქსიმმა» არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო მოღვაწეობა საქართველოში. ჩვენ გთავაზობთ ტაქსის გამოძახების ყველაზე თანამედროვე სერვისს და გეხმარებით პატარა და დიდ მანძილზე სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილებაში იმ დღეს და იმ დროს, რომელსაც თქვენ აირჩევთ. ჩვენი ოპერატორები დღე-ღამის ნებისმიერ დროს მზად არიან გასცენ პასუხი შემოსულ ზარებს. სერვისით სარგებლობისთვის არსებული საშუალებები - საიტი taximaxim.ge და მობილური აპლიკაცია «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» - მუდმივად განიცდიან ცვლილებებს, რის შედეგადაც ხდება მათი გაუმჯობესება.

ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოსახლეობაში პოპულარობითა და ნდობით ვსარგებლობთ. ამის დასტურია მადლიერი კლიენტებისგან კომპანიაში შემოსული ზარები და სოციალურ ქსელებში დაწერილი კომენტარები.

ჩვენ გვირეკავენ თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან და ზუგდიდიდან.

ტაქსი «მაქსიმის» კლიენტები ასე გამოხატავენ თავიანთ მადლიერებას:

«მადლობა ასეთი კარგი მომსახურეობისთვის. კერძოდ, მძღოლ მამუკას.»

«კმაყოფილი ვარ ტაქსი «მაქსიმის» მომსახურებით. გადაეცით თქვენს უფროსობას, რომ ძალიან მაგარი მომსახურება გაქვთ!»

«ორი თვეა ვსარგებლობ თქვენი მომსახურებით და ძალიან მადლობელი ვარ.»

«მომისმინე, დედიკო. ცოტა უცნაური არის, თქვენ შემკვეთები გირეკავენ, მაგრამ მე ახლა მადლობა მინდა გითხრათ მთელ თქვენს კოლექტივს, თქვენს ხელმძღვანელს. გუშინ, 3-4-საათისთვის, სტუმრები გავამგზავრე — მისაღებ გამოცდებს იბარებდნენ სკოლებში, უნივერსიტეტიდან. ნომერი არ მახსოვს, მძღოლი ჭაღარათმიანი მამაკაცი იყო. მე ვთხოვე: «მოემსახურე «ქუთაისურად», ქუთაისი ხომ სიყვარულის ქალაქია». მან სადგურში მიიყვანა ისინი. ქალბატონები მირეკავენ თბილისიდან, მძღოლი ძალიან კარგად მოგვემსახურა და როგორ გამოვხატოთ მადლობაო? უღრმესი მადლობა, მე ხშირად ვსარგებლობ თქვენი სამსახურით და, თუ ისევ შემხვდება ის მძღოლი, ორმაგად გადავუხდი მადლობას. გააფორმეთ მადლობა ამ მძღოლის მიმართ. ეს არის უძვირფასესი სამსახური. კარგად იყავით ყველანი, შვილო, ბედნიერად და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს.»

«დიდი მადლობა ოპერატორებსაც, დამფუძნებლებსაც და ყველას საერთოდ. ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურეობით და თქვენი მუდმივი კლიენტი ვიქნები.»

«მადლობელი ვარ მძღოლის. ის არის მაღალი პროფესიონალიზმისა და კულტურის მატარებელი და ასეთი მძღოლები წარმატებას მოუტანენ კომპანიას.»

ჩვენი მგზავრობების ისტორიაში იყო შემთხვევები, როდესაც მგზავრებს ავტომობილში დარჩათ სხვადასხვა ნივთები. წარმოიდგინეთ ამ ადამიანების სიხარული, როდესაც მძღოლებმა დაუბრუნეს მათ ტაქსში დავიწყებული ტელეფონები, ფული, საბუთები და სხვა ნივთები.

ჩვენთან შემოდის ასევე პრეტენზიები უკმაყოფილო მგზავრებისგან, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეულ მათგანს, ვამოწმებთ ინფორმაციას და ამის შემდეგ, ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, იმისათვის, რომ მათ მიერ აღნიშნული ნაკლოვანებები აღმოფხვრილ იქნეს. აქვე შეგახსენებთ, რომ «მაქსიმი» - ეს არის ტაქსის გამოძახების სამსახური და არა ტაქსომოტორული კომპანია და მძღოლები, რომლებიც სარგებლობენ «მაქსიმის» სერვისით, ჩვენთვის ისეთივე კლიენტები არიან, როგორც მგზავრები.

მადლობას გიხდით, რომ არჩევანი ჩვენზე შეაჩერეთ.

თქვენი კომენტარები, შენიშვნები და სურვილები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს ის სტიმულია, რომელიც გვაძლევს მოტივაციას დღითიდღე ავიმაღლოთ ჩვენი პროფესიონალური დონე და გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი