«ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები...»

«ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები...»

9 აპრილი, 2016

არაერთი სამგლოვიარო დღე გასთენებია საქართველოს. 27 წლის წინ სამშობლოსათვის თავისუფლების მოპოვების სურვილით გაერთიანებული ქართველი ერი ერთ მუშტად შეიკრა, ერთი გული აძგერდა მთელ ქვეყანაში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე ბევრი ლექსი და მოთხრობაა დაწერილი, მაგრამ იმ დღეების ტრაგედიას ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა «ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები», რომელიც ნამდვილ პატრიოტულ ჰიტად და თავისუფლების ჰიმნად იქცა.

1991 წლის 9 აპრილის თავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის 9 აპრილი არის ერთდროულად ცრემლისა და სიხარულის, გლოვისა და თავისუფლების ზეიმის დღე.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული გმირების მარადიული ხსოვნა ყოფილიყოს. უფლის მფარველობა არ მოკლებოდეს ჩვენს სამშობლოს და გვეცხოვროს ძლიერ, ერთიან და გაბრწყინებულ საქართველოში.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი