ჩვენთან არაფერი დაგეკარგებათ

ჩვენთან არაფერი დაგეკარგებათ

5 აპრილი, 2016

ყველა სადღაც გარბის, ყველას სადღაც ეჩქარება. ზოგს საქმიან შეხვედრაზე აგვიანდება, ზოგს პაემანზე. ხანდახან, ამ სიჩქარეში, სხვადასხვა ფიქრით გართულ ადამიანს, ტაქსით მგზავრობის შემთხვევაში, ავტომობილიდან გადმოსვლისას თავისი ნივთები ავიწყდება.

ტაქსის გამოძახების სამსახურ «მაქსიმში» ხშირად რეკავენ გულდაწყვეტილი მგზავრები, რომლებსაც ტაქსში დარჩათ დოკუმენტები, ტელეფონი, ჩანთა ან ფული, და როდესაც მათ დანაკარგს უბრუნებენ, შემოდის მადლობები იმ მძღოლების სახელზე, რომლებმაც დროულად დაუბრუნეს მათ დავიწყებული ნივთები. თუ სახელი არ იციან, ავტომობილის მარკას და ნომერს გვეუბნებიან. ერთ-ერთი რუსთაველი ქალბატონი კი, რომელსაც ტაქსში ტელეფონი დარჩა, მაგრამ მალევე დაუბრუნეს უკან დაკარგული ნივთი, მძღოლისთვის მადლობის გადახდით არ შემოიფარგლა და გულითადად დაგვლოცა ყველა, ვინც კომპანიაში ვმუშაობთ.

ჩვენი რჩევაა

მძღოლებს გირჩევთ შეახსენოთ მგზავრებს გადაამოწმონ თავიანთი ნივთები და ყოველი მგზავრობის შემდეგ დაათვალიეროთ ავტომობილის სალონი.

მგზავრებმაც მეტი ყურადღება გამოიჩინეთ, რათა თავიდან აიცილოთ არასასიამოვნო სიტუაციები.

თუ თქვენ ქუჩაში გააჩერეთ «მაქსიმის» ნიშნით ბრენდირებული მანქანა და მასში დაგრჩათ რაიმე ნივთი, მისი პოვნა საკმაოდ რთული იქნება, იმიტომ რომ ასეთი მგზავრობა ჩვენთან არ ფიქსირდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევა და გამოიძახოთ ტაქსი ოპერატორის დახმარებით, აპლიკაციის «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» ან საიტის taximaxim.ge -ს საშუალებით. ამ შემთხვევაში თქვენი შეკვეთა რეგისტრირდება და უფრო შესაძლებელი იქნება დაკარგული ნივთის პოვნა.

ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ იმაზე, რომ სასურველ ადგილამდე იმგზავროთ უსაფრთხოდ, სწრაფად და კომფორტულად, არამედ იმაზეც, რომ გავამართლოთ თქვენი ნდობა.

წესები, რომლებიც უნდა იცოდეს ყველა მგზავრმა

1. ჩვენი მუშაობის პრინციპია, რომ თითოეული დავიწყებული ნივთი თავის მესაკუთრეს უნდა დაუბრუნდეს. თუმცა კანონის თანახმად ტაქსის გამოძახების სამსახურები პასუხს არ აგებენ მგზავრების მიერ დაკარგულ ნივთებზე და არ არიან ვალდებული შეინახონ ისინი.

2. თუ მგზავრმა მგზავრობის დასრულებისთანავე შეამჩნია, რომ ტაქსში რაღაც დარჩა, მაშინვე «ცხელ კვალზე» უნდა აკრიფოს ტაქსის გამოძახების ნომერი და სთხოვოს ოპერატორს მძღოლთან დაკავშირება.

3. იმ შემთხვევაში, თუ დანაკარგი აღმოჩენილია მზვარობის შემდგომ დღეებში, მგზავრმა უნდა მიმართოს კომპანიის ოფისს. არსებობს ოფისში მიმართვის 3 საშუალება:

- გააგზავნოს შეტყობინება საიტზე taximaxim.ge შესაბამისი ფანჯრიდან, რომელიც იხსნება ღილაკით «მიწერეთ ადმინისტრაციას» საიტის მთავარ გვერდზე, ან უკუკავშირის მეშვეობით აპლიკაციაში «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება»;

- დარეკოს ქალაქის ოფისში;

- დარეკოს ნომერზე, რომლიდანაც მოხდა ტაქსის გამოძახება.

მგზავრმა უნდა შეატყობინოს თანამშრომელს (ან მიწეროს) ინფორმაცია შეკვეთის თარიღის, მანქანის ნომრის და ტელეფონის ნომრის შესახებ, რომლიდანაც განხორციელდა შეკვეთა.

ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმის» ოფისის მუშაობის რეჟიმი, მისამართი და ტელეფონი ქალაქის მიხედვით მითითებულია საიტზე taximaxim.ge.

4. მალფუჭებადი პროდუქტების გარდა მძღოლების მიერ ნაპოვნი სხვა ნივთები ოფისში ინახება. მესაკუთრემ რაც შეიძლება მალე უნდა წაიღოს მისი კუთვნილი ნივთი.

გამგზავრების დროა!

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი