კომპანიის ხმა

კომპანიის ხმა

17 მარტი, 2016

ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმი» ყოველთვის ზრუნავს კლიენტებზე და ითვალისწინებს მათ სურვილებს. სერვისის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ჩვენმა კომპანიამ შეიმუშავა და პრაქტიკაში დანერგა ოპერატორთან დაკავშირების გარეშე ტაქსის გამოძახების თანამედროვე მეთოდები — აპლიკაცია «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება», IVR და საიტი taximaxim.ge, რომლებსაც დღითიდღე ემატება მომხმარებელი. შემოსული ზარების მიხედვით შეკვეთები ავტომატურად ნაწილდება, კლიენტებსა და მძღოლებთან ურთიერთობა კი ხორციელდება კონტაქტ-ცენტრის მეშვეობით, ამიტომ კომპანიის საქმიანობაში ოპერატორების როლი მნიშვნელოვანია.

გაიცანით ერთ-ერთი მათგანი, ვინც თქვენს ზარს პასუხობს. ხატია ჭკადუა — ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმის» ოპერატორი. მან არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო კომპანიაში მუშაობა და, როგორც კონტაქტ-ცენტრის თანამშრომელმა, უკვე საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. ხატიას აქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიის დარგში და ემზადება მაგისტრატურისთვის.

ხატია, რა შეგიძლია თქვა ოპერატორად მუშაობის თავისებურებების შესახებ?

— ოპერატორად მუშაობისთვის საჭიროა სხარტი აზროვნება, სწორი და გამართული მეტყველება, ოპერატიულად მუშაობის უნარი. ოპერატორს უნდა შეეძლოს სტრესულ სიტუაციასთან გამკლავება და კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში მისი მოგვარება. ამავე დროს შეინარჩუნოს სიმშვიდე და თავაზიანობა. მუშაობის თავისებურებებიდან გამომდინარე, ოპერატორს არ შეუძლია წინასწარ გააკეთოს თავისი საქმე ან გადადოს და მოგვიანებით დაუბრუნდეს მას.

ტექნოლოგიური თვალსაზრისით როგორ არის აწყობილი თქვენი მუშაობა?

— ოპერატორის მუშაობა ხორციელდება ავტომატიზირებულად, რაც თავიდან რთული ჩანს, მაგრამ შემდეგ ბევრად ამარტივებს საქმეს და ძალიან მოსახერხებელია. ჩვენ ვეხმარებით კლიენტს გამოიძახოს ტაქსი — ვპასუხობთ შემოსულ ზარებს, ვაფორმებთ შეკვეთას. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს აგვიანდება გამოძახების ადგილზე მისვლა, ვუკავშირდებით კლიენტს და ვატყობინებთ ამის შესახებ.

როგორი კლიენტები გხვდებათ?

— კლიენტები სხვადასხვანაირი გვხვდება. უმრავლესობა ძალიან კეთილგანწყობილია, ზოგიერთი კი ჭირვეულია. ბევრს არ მოსწონს, როდესაც მისამართს ვეკითხებით.

ხატია, როგორ უმკლავდები სტრესს?

— გამომდინარე იქიდან, რომ არის დღეები, როდესაც კონტაქტ-ცენტრში უამრავი ზარი შემოდის, წარმოიქმნება სტრესული სიტუაციები. გვირეკავენ სხვადასხვა ხასიათზე მყოფი კლიენტები... როდესაც ვამჩნევ, რომ ადამიანი გაღიზიანებულია, ყოველთვის ვცდილობ დავამშვიდო იგი. ასეთ დროს ჩემს თავს ვახსენებ, რომ ამ შემთხვევაში მე ვარ «კომპანიის ხმა» და ჩემი, როგორც ოპერატორის, მიზანია — ხარისხიანად გავუწიო მომსახურება.

რა მოგწონს ოპერატორად მუშაობაში?

— ამ სამსახურში მომწონს გრაფიკი. ვინაიდან ვემზადები მაგისტრატურაში ჩასაბარებლად, ჩემთვის ეს გრაფიკი ძალიან მოსახერხებელია. გარდა ამისა, აქ კარგი კოლექტივი და კეთილმოწყობილი სამუშაო გარემოა.

გქონდა თუ არა საინტერესო ზარები?

— ძალიან ბევრი. განსაკუთრებით კურიოზული. არის შემთხვევები, როდესაც კლიენტები სწორად ვერ გამოთქვამენ ქუჩის სახელწოდებებს და შემდეგ თვითონაც ეცინებათ ამაზე. ხანდახან ბიჭები რომ რეკავენ და ახალგაზრდა გოგონების ხმას გაიგებენ, ცდილობენ გაცნობას.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი