რომელ სერვისებს ირჩევენ თბილისის მაცხოვრებლები

რომელ სერვისებს ირჩევენ თბილისის მაცხოვრებლები

15 ოქტომბერი, 2020
#ტაქსი#მაქსიმი#ტარიფები

ტაქსის გამოძახების სერვის „მაქსიმის“ ანალიტიკოსებმა გაანალიზეს გასული თვის მონაცემები და დაადგინეს თუ ყველაზე მეტად რომელი სერვისით სარგებლობენ დედაქალაქის მაცხოვრებლები.

„მაქსიმი“ მომხმარებლებს ბევრი სახის მომსახურებას სთავაზობს, ჩვენ სერვისები ორ ძირითადად ჯგუფად დავყავით: მგზავრობების ტარიფები და სხვა სერვისები. მგზავრობებში ყველაზე პოპულარული ტარიფი „ეკონომია“, თბილისში მგზავრთა 95.1 % სწორედ ამ ტარიფს ანიჭებს უპირატესობას. ასევე, ირჩევენ ტარიფ „კომფორტსაც, თუმცა გაცილებით იშვიათად,მასზე შეკვეთების 1.7% მოდის.საქართველოში კვლავ არ მოხსნილა შეზღუდვა ტაქსებში ორ მგზავრზე მეტის გადაყვანის შესახებ, ამის გამო იკლო შემდეგი ტარიფების პოპულარობამ: 7-ადგილიანი მინივენი და 6-ადგილიანი კომპაქტვენი. „მაქსიმი“ ზემოთ ნახსენებ ტარიფებთან ერთად, მგზავრებს ჯიპის ტიპის ავტომობილების მომსახურებასაც სთავაზობს, რასაც ძირითადად მაღალმთიან ადგილებზე გადასაადგილებლად იყენებენ. მომხმარებლები საჭიროების შემთხვევაში ამ ტარიფითაც სარგებლობენ, საერთო მზგავრობათა რაოდენობის დაახლოებით 1% სწორედ ჯიპის ტიპის ავტომობილებზე მოდის.

„მაქსიმი“ წლების განმავლობაში ხვეწს და ავითარებს მომსახურებას, მომხმარებლებს ტაქსის გარდა სხვა სერვისებითაც შეუძლიათ ისარგებლონ. სტატისტიკის მიხედვით, თბილისში ამ სერვისებიდან ყველაზე პოპულარული კურიერის მომსახურებაა. ტარიფი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ დაემატა შეკვეთების 60.3%-ს იკავებს. ფასით კურიერი ტარიფ ეკონომს შეესაბამება, ამ სერვისის მეშვეობით მომხმარებლებს ხელმისწავდომ ფასად შეუძლიათ სასურველი მომსახურების მიღება. საკმაოდ პოპულარულია „პირადი მძღოლის“ მომსახურებაც — 20.1%. თუ მომხმარებლებს გარკვეული მიზეზების გამო საკუთარი ავტომობილის მართვა არ სურთ, ისინი სწორედ ამ ტარიფს ირჩევენ. სხვა სერვისებთან ერთად „მაქსიმს“ავტომობილის ამუშავებაშიდახმარების მომსახურებაც აქვს . ძრავის ამუშავების ტარიფზე შეკვეთების 11.8% მოდის. ხოლო ბუქსირებისთვის განკუთვნილ ტარიფს კი 2.00% იყენებს.

რამდენიმე თვეა „მაქსიმში“ ევაკუატორით სარგებლობაც გახდა შესაძლებელი, მიუხედავად იმისა რომ ტარიფი ახალია, საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა 1.0 % სწორედ ევაკუატორის დახმარებას ირჩევს.

მიწოდებისთვის „მაქსიმს“ კურიერის გარდა კიდევ ერთი ტარიფი აქვს, ის „კურიერთან“ ერთად დაინერგა და მას „გიყიდით და მოგიტანთ“ ჰქვია, შეკვეთების 2.9% სწორედ მიტანის ამ სერვისს უკავშირდება. აღნიშნული ტარიფი განსაკუთრებულად აქტუალური იყო მაშინ, როცა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და #დარჩისახლში მთავარი მოწოდება იყო.

„მაქსიმით“ არამარტო მსუბუქი, არამედ სატვირთო ავტომობილის შეკვეთაც შესაძლებელია, რათა ავეჯის ან მძიმე ნივთების გადაზიდვა გახდეს შესაძლებელი. მომხმარებელთა 1.9 % სწორედ ამ ტარიფს ირჩევს.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის გამოძახება შეგიძლიათ ონლაინ საიტზე https://taximaxim.ge/ , აპლიკაციით https://taximaxim.com/ge/app/ ან ოპერატორთან დაკავშირებით.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი