მოქალაქეები საქალაქთაშორისო მგზავრობისთვის ტაქსით სარგებლობენ

მოქალაქეები საქალაქთაშორისო მგზავრობისთვის ტაქსით სარგებლობენ

27 მარტი, 2020
#taximaxim#მაქსიმი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების საფრთიხს გამო, 24 მარტიდან ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.მოსახლეობის გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებას ტაქსი წარმოადგენს.

ტაქსის გამოძახების სერვის „მაქსიმის“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტაქსით საქალაქთაშორისო მგზავრობების რაოდენობა 15-20 პროცენტით მოიმატებს, რადგან დედაქალაქიდან რეგიონებისკენ და პირიქით, მგზავრთა რაოდენობა დიდია.

მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, კომპანია მგზავრობის ფასს არ ზრდის და ის მოსახლეობისთვის კვლავ ხელმისაწვდომად რჩება. ბაზარზე არსებულ საშუალო ფასთან შედარებით, სერვისი „მაქსიმი“ მგზავრებს დაახლოებით 20 %-ით იაფად გადაადგილებას სთავაზობს. მაგალითად, თბილისიდან გორში მგზავრობა 47 ლარი ღირს; ხოლო თბილისიდან რუსთავში, კი - 22 ლარი.

„არსებულ სიტუაციაში ტაქსის სერვისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირსეული ალტერნატივაა.ჩვეულებრივ, ავტობუსთან შედარებით მომსახურება ძვირია, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ეს ინდივიდუალური მომსახურებაა და კერძო ავტომობილში სხვა ადამიანებთან კავშირი მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც ამცირებს ვირუსის გავრცელების საფრთხეს. ჩვენი სერვისის მძღოლები იცავენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მეირ გაცემულ რეკომენდაციებს“ - აცხადებს თორნიკე კირკიტაძე, ტაქსის გამოძახების სერვის «მაქსიმის» რეგიონალური დირექტორი.

ასევე, შეგახსენებთ, რომ არსებული სიტუაციის გამო ტაქსებში მგზავრების რაოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ეკონომი(2 მგზავრი), კომფორტი (2-4 მგზავრი), კომპაქტვენი (3 მგზავრი), მინივენი (4 მგზავრი).

გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნად საქალაქათაშორისო მარშრუტებს და მგზავრობის ფასებს. აღნიშნული ფასები სავარაუდოა და შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა მიზეზის (მარშრუტის გაგრძელება, ბარგის რაოდენობა, საგზაო სიტუაცია და ა.შ.) გამო.

თბილისი - გორი 47ლ. (ეკონომი), 63 ლ. (კომფორტი), 65 ლ. (კომპაქტვენი), 81 ლ. (მინივენი).
თბილისი - ქუთაისი 135 (ეკონომი), 180 (კომფორტი), 180 (კომპაქტვენი), 225 (მინივენი).
თბილისი - რუსთავი 21.4 (ეკონომი), 27 (კომფორტი), 32 (კომპაქტვენი), 38 (მინივენი).
თბილისი - ზუგდიდი 205 (ეკონომი,) 270 (კომფორტი),275 (კომპაქტვენი), 340 (მინივენი).
თბილისი - ფოთი 195 (ეკონომი), 255 (კომფორტი), 260 (კომპაქტვენი), 325 (მინივენი).
თბილისი- ბათუმი 220 (ეკონომი) 295 (კომფორტი), 295 (კომპაქტვენი), 370 (მინივენი).
თბილისი - თელავი 83 (ეკონომი), 100 (კომფორტი), 105 (კომპაქტვენი), 125 (მინივენი).
თბილისი - გურჯაანი 63 (ეკონომი) 83 (კომფორტი), 88 (კომპაქტური) 110 (მინივენი)
თბილისი - ახალციხე 120 (ეკონომი), 160 (კომფორტი), 165 (კომპაქტვენი) 205 (მინივენი).
თბილისი - ამბროლაური 205 (ეკონომი), 260 (კომფორტი), 260 (კომპაქვენი) 315 (მინივენი)
თბილისი - ბორჯომი 92 (ეკონომი), 120 (კომფორტი) 125 (კომპაქტური). 155 (მინივენი).
თბილისი - ოზურგეთი 185 (ეკონომი), 245 (კომფორტი) 250 (კომპაქტვენი) 310 (მინივენი).

რუბრიკები

არქივი