ახალ წელს ტაქსის გამოძახების რიცხვი 2-ჯერ იზრდება

ახალ წელს ტაქსის გამოძახების რიცხვი 2-ჯერ იზრდება

30 დეკემბერი, 2019
#ტაქსი#მაქსიმი#შობა#ახალიწელი

შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში ტაქსის მომსახურება განსაკუთრებით მოთხოვნადი ხდება. ამასთან დაკავშირებით, სერვისი „მაქსიმი“ საინტერესო სტატისტიკას გთავაზობთ.

„მაქსიმის“ გასული წლების მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოში 1 იანვარს ტაქსის გამოძახების რიცხვი სხვა, არასადღესასწაულო დღეებთან შედარებით თითქმის 2-ჯერ იზრდება. 31 დეკემბერს კი - 1.5-ჯერ.

ტაქსის სერვისისადმი მოთხოვნა მატულობს შობის დღესასწაულზეც, თუმცა ზრდა ისეთი დიდი არ არის, როგორიც ახალი წლის პირველ დღეს ფიქსირდება - 7 იანვარს გამოძახებების რაოდენობა ჩვეულებრივთან შედარებით, დაახლოებით 8 %-ით უფრო მეტია.

სერვისი „მაქსიმი“ მზარდი კომპანიაა და მისი მომხმარებლების რიცხვიც თანდათან მატულობს, შესაბამისად ყოველ ახალ წელს იზრდება გამოძახებების რაოდენობაც. მაგალითად 2019 წლის 1 იანვარს ერთი წლის წინანდელთან შედარებით 1.3-ჯერ უფრო მეტი შეკვეთა დაფიქსირდა, ხოლო 2018 წლის 1 იანვრის მაჩვენებელი 2017 წლისას 1.5-ჯერ აღემატებოდა.

ასევე, საინტერესოა თუ დღის რომელ მონაკვეთში ვხვდებით ყველაზე მაღალ აქტიურობას მომხმარებლების მხრიდან. 31 დეკემბერს დაფიქსირებული შეკვეთებიდან ყველაზე მეტი — 20% ახალი წლის საღამოს 21:00 და 00:00 საათებს შორის ფიქსირდება. როგორც ჩანს, ამ დროს ადამიანები სხვადასხვა ადგილზე მიიჩქარიან, რათა შეეგებონ დღესასწაულის შემობრძანებას. გამოძახებების მაღალი მაჩვენებელია 31 დეკემბრის შუადღის შემდეგაც, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე მონაკვეთში ტაქსის სერვისით მომხმარებელთა დაახლოებით 19% სარგებლობს.

დაბალი აქტიურობა შეინიშნება 1 იანვრის დილის საათებში, ყველაზე იშვიათად გამოძახება 07:00 საათიდან 11:00 საათამდე ფიქსირდება.

სერვისი „მაქსიმი“ თანამშრომლების , მძღოლებისა და მომხმარებლების მეშვეობით განაგრძობს მომსახურების გაუმჯობესებას. კომპანია გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, წინსვლას და ბედნიერებას გისურვებთ!


სასარგებლო

რუბრიკები

არქივი