სერვისი „მაქსიმი“ საქართველოში — 5 წლისაა!

სერვისი „მაქსიმი“ საქართველოში — 5 წლისაა!

5 დეკემბერი, 2019
#სერვისი#მაქსიმი#დაბადებისდღე

საერთაშორისო სერვისი „მაქსიმი“ საქართველოში მოღვაწეობის 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანია საქართველოს ბაზარზე 2014 წლის მიწურულს შემოვიდა და მას შემდეგ მომსახურებას უწევს ათასობით ადამიანს. „მაქსიმის“ ცენტრალური ოფისი თბილისშია განთავსებული, თანდათან კომპანიამ მოღვაწეობის გეოგრაფიული არეალი გაზარდა და წარმომადგენლობა კიდევ შვიდ ქალაქში გაიხსნა, ესენია: რუსთავი, გორი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი და ზესტაფონი, სადაც „მაქსიმის“ მომსახურება წელს შევიდა.

2019 წელი კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ახალ რეგიონში შეღწევასთან ერთად, განხორციელდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი:

- ამიერიდან შეგიძლიათ თქვენი საბანკო ბარათი აპლიკაციას მიაბათ, უნაღდო ანგარიშსწორებით ისარგებლოთ და უფრო მარტივად იმგზავროთ. ამ შესაძლებლობას ჩვენი საკმაოდ ბევრი მომხმარებელი იყენებს;

- დაინერგა ძებნის დაჩქარების ფუნქცია, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მძღოლების მიერ შეთავაზებული ტარიფებიდან მისთვის მისაღები ვარიანტი ამოირჩიოს;

- კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო ახალ პარტნიორებთან, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარ სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებენ. მათ „მაქსიმი“ კორპორაციულ მომსახურებას მაღალ დონეზე უწევს;

- ამიერიდან „მაქსიმის“ პარტნიორებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი სარეკლამო ინფორმაცია აპლიკაციის სპეციალურ ნაწილში - „პარტნიორების შეთავაზებები“ - განათავსონ. მათ რეკლამას იხილავენ ისინი, ვისაც შეთავაზებები ნამდვილად აინტერესებთ. ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ საკუთარ კომპანიას რეკლამა სრულიად უფასოდ გაუკეთონ და წვდომა მიიღონ ფართო აუდიტორიაზე;

- 2019 წელს მოიმატა სერვისით სარგებლობის რაოდენობამ. განსაკუთრებით ეს ბათუმზე ითქმის, სადაც ზაფხულში, საკურორტო სეზონზე გამოძახების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

მადლობას გიხდით ჩვენი სერვისის მომხმარებლებს, მძღოლებსა და თანამშრომლებს ერთგულებისთვის, ახალი იდეების შემოთავაზებისა და ერთმანეთზე ზრუნისთვის!

ჩვენ ერთად ვქმნით და ვავითარებთ მაღალი დონის მომსახურებას!



რუბრიკები

არქივი