ბათუმში ტაქსის გამოსაძახებლად სპეციალური ღილაკები შემოიღეს

ბათუმში ტაქსის გამოსაძახებლად სპეციალური ღილაკები შემოიღეს

2019 სექტემბერი 30
#ტაქსი#მაქსიმი#შენიკომპანია#კომფორტულიგამოძახება#გამოძახებისღილაკი#მაქსიმიბათუმში#taxi#maxim

ტაქსის გამოძახების სერვისმა „მაქსიმმა“ და კომპანია Taxi Butle-მა წამოიწყეს პროექტი, რომელიც რესტორნებში, ბარებსა და სხვა დაწესებულებებში ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით დაჯავშნონ ავტომობილი.

მოწყობილობა სალაროებსა და მიმღებშია განთავსებული და ღილაკის ფორმით გვხვდება. შეკვეთა ერთი დაწკაპუნებით იქმნება : რამდენიმე წამში „მაქსიმში“ მგზავრის ადგილმდებარეობა იგზავნება, შემდეგ კი, ეკრანზე გამოძახებაზე დანიშნული ავტომობილის მონაცემები ჩნდება - მარკა , ნომერი, ფერი.

ტაქსის მისვლას მგზავრს თვითონ მოწყობილობა ატყობინებს, მგზავრობის გაუქმების სურვილის შემთხვევაში კი მომხმარებელს „გაუქმების“ ღილაკით შეუძლია სარგებლობა.

დღეისათვის ბათუმში 32 მოწყობილობაა დამონტაჟებული, შემდეგ ობიექტებში:

Batumi Palm Hotel, Best Western Plus Batumi, The Admiral Hotel, Aisi Hotel, Chao Hotel, City Star Hotel, Argo, Sky Star Hotel , სილამაზის სალონი „ლამერელი“, New Asia, Intourist Palace Batumi, Hotel N16, Shumeruli, Restaurant Colorit, Cafe Gardens, „თავადური“, The Grand Gloria Hotel, Hotel Eiffel, Divan Suites Batumi, „ჩემი სტომატოლოგი“, Horizons Group apart, Hotel Belugo, Aristocrat Hotel, Batumi World Palace, Istambul Hotel, Hotel Bloom, კლინიკა „საგიტარიუსი“, მემედ აბაშიძის 54, ლერმონტოვის 50, Hotel London, Hotel Oscar, Ресторан Украина.

სამომავლოდ ტაქსის შეკვეთის მოწყობილობების განთავსება ბათუმის სხვა დაწესებულებებში, შემდეგ კი საქართველოს იმ ქალაქებში იგეგმება, სადაც „მაქსიმის“ სერვისით სარგებლობენ.

„ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებს ბევრი ტურისტი სტუმრობს. მათ ყოველთვის არ იციან როგორ შეუკვეთონ ტაქსი უცხო ქვეყანაში. გამოძახების ღილაკით სარგებლობა განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება უცხოელებისთვის, მით უმეტეს, რომ მოწყობილობა პოპულარულ ტურისტულ დაწესებულებებშია განთავსებული. დააჭერთ ღილაკს, მიირთმევთ გემრიელად და განაგრძობთ გზას,“- აღნიშნა საქართველოში „მაქსიმის“ სერვისის ხელმძღვანელმა,თორნიკე კირკიტაძემ.