„ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას „მაქსიმი“ შეუფერხებლად გადაადგილებაში დაგეხმარებათ

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას „მაქსიმი“ შეუფერხებლად გადაადგილებაში დაგეხმარებათ

21 აგვისტო, 2019
#ტაქსი#მაქსიმი#შენიკომპანია#გადაკეტილიგზები#განახლებულირუკა#შეუფერხებელიმგზავრობა#taxi#maxim

19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით თბილისში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები იმართება, რის გამოც ქალაქის ქუჩები პერიოდულად გადაიკეტება.

ამ დროის განმავლობაში სერვისი „მაქსიმი“ მომხმარებელს განახლებული რუკით მოემსახურება, რომელზეც საგზაო ცვლილებები იქნება დატანილი, გადაადგილების მარშრუტი და ფასი კი შესაბამისად განისაზღვრება.

სერვისს აქვს საკუთარი ბაზა, რომელზეც მენეჯერები საგზაო მონაცემებს მუდმივად აახლებენ, რაც დანიშნულების ადგილამდე მძღოლებისა და მგზავრების შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

გზების გადაკეტვის შემთხვევაში, პროგრამა უმოკლეს ალტერნატიულ მარშრუტს აჩვენებს, რის შედეგადაც მგზავრობის დრო და ფასი უმნიშვნელოდ იცვლება.

მაგალითად:

თუ ეროვნული არქივიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლამდე მისასვლელად, აქამდე არსებული მარშრუტით, საშუალოდ 10 წუთი იყო საჭირო და მგზავრობა დაახლოებით 3.9 ლარი ღირდა, ახლა მონაცემები უმნიშვნელოდ შეიცვლება. „მაქსიმის“ მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი ალტერნატიული გზით შესაძლოა, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი დრო 15 წუთამდე გაიზარდოს, ღირებულებამ კი დაახლოებით 4.2 ლარი შეადგინოს.

გადაღებების დასრულების შემდეგ „მაქსიმის“ პროგრამაში საგზაო შეზღუდვები მოიხსნება და სერვისი ჩვეული მარშრუტით განაგრძობს მუშაობას.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი