„მაქსიმი“ ფოთში იუბილარია. უკვე 3 წელია, რაც ქალაქის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისით ტაქსის გამოძახება სასიამოვნო ყოველდღიურობად იქცა.

2016 წლის 20 აგვისტოდან დღემდე ფოთის ფილიალს ჯანიკო ქანთარია ხელმძღვანელობს, რომელიც მძღოლებთან და მგზავრებთან ერთად „მაქსიმის“ ზრდისა და განვითარების თანამონაწილეა:

„3 წლის განმავლობაში არაერთ გამოცდას გავუძელით, მძღოლებისა და მგზავრების სურვილებს გულდასმით გავეცანით და მათ მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება შევქმენით. სანდო გამოცდილებითა და ინოვაციური მიდგომებით ფოთში სულ უფრო მეტ ერთგულ მომხმარებელს ვიძენთ. პირველ წელთან შედარებით, საიუბილეო თარიღზე გამოძახებათა რიცხვი 5- ჯერ გაზრდილია, თუმცა მიღწეულს არასდროს ვჯერდებით და მუდმივ განვითარებაზე ვართ ორიენტირებულნი.“

აღსანიშნავია, რომ ფოთში აპლიკაციით ტაქსის გამოძახების სერვისს მხოლოდ „მაქსიმი“ გთავაზობთ და ამ გზით გაფორმებულ შეკვეთათა რიცხვი დღითიდღე იზრდება.

„მაქსიმის“ აპლიკაციის მომხმარებელთა 30% კი სერვისით დღეში 4-5-ჯერ სარგებლობს.

„აქამდე თუ შეკვეთების უმრავლესობა ოპერატორთან დაკავშირებით (ტელ.: 0493 22-22-22) სრულდებოდა, დღეს სულ უფრო მეტი მომხმარებელი იძახებს ტაქსის „მაქსიმის“ აპლიკაციით. მგზავრებისთვის ეს გზა უფრო სწრაფი, იაფი და მოსახერხებელია. მათ შეუძლიათ თვალი ადევნონ გადაადგილების მარშრუტს, წინასწარ განსაზღვრონ მგზავრობის ღირებულება და ტაქსის მოსვლის დრო,-“ აღნიშნა ჯანიკო ქანთარიამ.

ამასთან, აპლიკაციის ახალ მომხმარებლებს პრომოკოდი „POTI“-ს შეყვანით კომპანიისგან საჩუქრად 5 ლარი გადაეცემათ მგზავრობისთვის.

საინტერესოა რომ 3 წლის განმავლობაში ფოთში ყველაზე ხანმოკლე გამოძახება 1 წუთს გრძელდებოდა, როდესაც მგზავრმა მეზობელ კორპუსში წასვლა მოისურვა.

ყველაზე ხანგრძლივი მგზავრობა კი 00:00 დაიწყო და 09:12 დასრულდა, საბოლოო ლოკაცია წითელი ხიდი გახლდათ.

ქანთარიას თქმით, „მაქსიმის“ მრავალფეროვან შეთავაზებებს ახლა უკვე მგზავრობის საფასურის საბანკო ბარათით გადახდა დაემატა, რაც ძალიან კომფორტული აღმოჩნდა მომხმარებლისთვის.

„მაქსიმი“ ულოცავს ფოთის ოფისს 3 წლის იუბილეს და ბევრ წარმატებას უსურვებს მომავალშიც. ამასთან, მადლობა ჩვენს ფოთელ კლიენტებს — მგზავრებსა და მძღოლებს — სერვისი „მაქსიმის“ არჩევისა და მის მიმართ გამოხატული ნდობისთვის.

რუბრიკები

არქივი