„მაქსიმმა“ ფასიანი მოლოდინის რეჟიმი გააუქმა

„მაქსიმმა“ ფასიანი მოლოდინის რეჟიმი გააუქმა

7 აგვისტო, 2019
#ტაქსი#მაქსიმი#შენიკომპანია#taxi#maxim#აპლიკაციითუფროიაფია

„მაქსიმმა“ ფრენებისა თუ სხვა საერთაშორისო ტრანსპორტის შეფერხებისას, გამოძახებული ტაქსის ფასიანი მოლოდინის რეჟიმი გააუქმა.

სიახლე იმ მომხმარებლებს ეხებათ, რომლებმაც მანქანა აეროპორტსა და სადგურებში კონკრეტული დროისა და რეისის ნომრის მითითებით გამოიძახეს.

ცნობისთვის, აეროპორტები და სადგურები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილებია ტაქსით სარგებლობისას. შეკვეთების წილი კი დაახლოებით 5 %-ს შეადგენს.

მსგავსი გადაადგილების თავისებურება მძღოლების ხანგრძლივი მოლოდინია, რომელიც რეისის განრიგში შეტანილი ცვლილებითაა განპირობებული.

ამდენად, მგზავრებს, რომლებსაც კონკრეტულ დროს, წინასწარ ჰყავდათ ტაქსი გამოძახებული, მოლოდინის საფასურის გადახდა უწევდათ, მძღოლები კი, რომლებსაც დაცდა არ შეეძლოთ, მომსახურების გაუქმების გამო სარეიტინგო ქულებს კარგავდნენ.

„მაქსიმის“ მიერ შემოთავაზებული გაუმჯობესებული მომსახურებით კი, მგზავრები მათგან დამოუკიდებელი ფაქტორების გამო დაგვიანებისას მოლოდინის თანხას არ გადაიხდიან. მძღოლებისთვის კი ონლაინ ტაბლოზე დამკვეთის ჩამოსვლის რეალური დრო იქნება ცნობილი და თავად გადაწყვეტენ დაელოდებიან მგზავრს თუ გააუქმებენ თავიანთ მომსახურებას, რეიტინგის კლების გარეშე.

ამ შემთხვევაში, მგზავრს სხვა მძღოლი მოემსახურება.

„მაქსიმის“ ერთგულ მომხმარებელს რეისის ნომრის მითითება აპლიკაციის მეშვეობით ან ვებგვერდზე შეუძლია.

თუკი საწყისი მისამართი აეროპორტი, რკინიგზისა თუ ავტობუსის სადგური ან პორტია, შესაბამისი ხაზი შეკვეთის მოთხოვნით გამოჩნდება.

ტაქსის ტელეფონით გამოძახებისას, არსებული გარემოებები ოპერატორს უნდა გააცნოთ. თუმცა, გეტყვით, რომ აპლიკაციით სარგებლობისას მგზავრობა უფრო იაფია.

თუ რეისი დაგეგმილ დროს განხორციელდა და მგზავრმა ჩამოსვლა დაადასტურა, მოლოდინის რეჟიმი სტანდარტული ტარიფით იმოქმედებს: 5 წუთი უფასოდ, შემდეგ კი წუთების მიხედვით.

ფრენის შეფერხების შემთხვევაში, მოლოდინი დაიწყება მაშინ, როდესაც მგზავრი ჩამოსვლის შესახებ შეგვატყობინებს.

„მაქსიმი“ - შენს მოთხოვნებზე მორგებული სერვისი.