იმოგზაურე  «მაქსიმთან» ერთად

იმოგზაურე «მაქსიმთან» ერთად

10 ივნისი, 2019

სპეციალისტებმა მოამზადეს სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა სიხშირით სარგებლობენ სერვის «მაქსიმის» მომსახურებით ტურისტები ბათუმში.

ზღვისპირა ქალაქებში შესამჩნევლად იმატა ტურისტების რაოდენობამ. მათ იზიდავს ჩვენი ქვეყნის კლიმატი და არაჩვეულებრივი ბუნება. ბევრ მათგანს სურს ახლოს გაეცნოს ქართულ კულტურას, ისტორიას, სამზარეულოსა და სახელგანთქმულ სტუმართმოყვარეობას.

სერვის «მაქსიმს» უამრავი მომხმარებელი ჰყავს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. აქ ჩამოსულ სტუმრებს მოსწონთ, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ მათთვის ჩვეულ სერვისს.

გასული წლის, მაისიდან სექტემბრამდე, 4 თვის მონაცემებით, სერვის «მაქსიმის» მომსახურებით, რვა ათასზე მეტმა ტურისტმა ისარგებლა. ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა. მხოლოდ მოსკოვიდან კი ვიზიტების 10% შესრულდა. ბათუმი, ასევე, პოპულარულია აზერბაიჯანის, უკრაინისა და ყაზახეთის მაცხოვრებლებისათვის.

რამდენიმე დღის წინ, ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მიიღო, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს აჭარაში კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას.

სერვისი «მაქსიმი» საქართველოს გარდა, მსოფლიოს 15 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ტურისტებისთვის ყველაზე კომფორტული მომსახურება, ტაქსის აპლიკაციით გამოძახებაა. დასახელებაში საჭიროა მხოლოდ ქალაქის სახელწოდების შეცვლა და ტაქსი დანიშნულების ადგილზე 3-5 წუთში იქნება.

იმოგზაურე «მაქსიმთან» ერთად საქართველოს ნებისმიერ კუთხეში:

თბილისი - (032) 260-60-60

ბათუმი - (0422) 24-00-00

გორი - (0370) 29-29-29

ზუგდიდი - (0415) 22-44-44

რუსთავი - (0341) 24-22-22

ფოთი - (0493) 22-22-22

ქუთაისი - (0431) 22-22-22

ზესტაფონი — (492) 24-07-07

«მაქსიმი» - შენს მოთხოვნებზე მორგებული სერვისი!

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი