გილოცავთ წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს!

გილოცავთ წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს!

13 მაისი, 2019

წმინდა ანდრია პირველწოდებული უფალმა ღვთისმშობლის ნაცვლად გამოგზავნა საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად. ქართლის ტერიტორიაზე ის აჭარის მხრიდან შემოვიდა. წარმართებმა მას მრავალი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ღვთისა და ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის მეოხებით წმინდანმა ყველაფერი მოთმინებით აიტანა. იმ ადგილას კი, სადაც მან ხატი დააბრძანა, მშვენიერი წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულის შემდეგ უამრავი ადამიანი მოინათლა და შეუდგა ქრისტეს სწავლებას. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები, დიაკვნები და აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი.

სერვისი «მაქსიმი» გილოცავთ წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს!

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი