​«მაქსიმი» ტაქსის მძღოლებს პროფესიულ დღეს  ულოცავს

​«მაქსიმი» ტაქსის მძღოლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

2019 მარტი 22

22 მარტი ტაქსის მძღოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, "მაქსიმმა" ტიპური ტაქსის მძღოლის პორტრეტი გააკეთა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც საქართველოს 7 ქალაქს მოიცავს, ტაქსის მძღოლების პოპულარული სახელები, ავტომობილები და ასაკობრივი აქტივობა გამოვლინდა.

ტაქსის მძღოლებს შორის ყველაზე გავრცელებული სახელი არის გიორგი. ასე ჰქვია იმ მძღოლების 9,18 %-ს, რომლებიც სარგებლობენ «მაქსიმის» სერვისით.

სახელების Top-5 ასე გამოიყურება:

1. გიორგი - 9,18%

2. დავითი – 3,14%

3. ირაკლი – 2,43%

4. ლაშა – 1,69%,

5. მამუკა – 1,64%

პოპულარულ ავტომობილად მძღოლებმა Toyota Prius – 20,13% დაასახელეს. Nissan Note -ს კი მძღოლების ყველაზე ნაკლები რაოდენობა – 1, 25% ირჩევს.

ავტომობილების Top-5 ასე გამოიყურება:

1. Toyota Prius – 20,13%

2. Mercedes E class – 9,40%

3. Mercedes C class – 8,25%

4. Opel Astra – 6,55%

5. Nissan Note – 1,25%

რაც შეეხება ტაქსის მძღოლების ასაკობრივ განაწილებას, ამ შემთხვევაში ახალგაზრდები 21-დან 35-წლამდე - 48.13%-ს შეადგენენ. 36-დან 45-წლამდე – 27,05%; 46-დან 65-წლამდე – 21,92%; 66 წელზე უფროსი კი – 1,11%.

თუ 22 მარტს თქვენ დაგჭირდებათ ტაქსის გამოძახება, არ დაიშუროთ თბილი სიტყვები და მიულოცეთ მძღოლებს მათი პროფესიული დღე.