ქალი მძღოლებისთვის 5 ყველაზე პოპულარული ავტომობილი

ქალი მძღოლებისთვის 5 ყველაზე პოპულარული ავტომობილი

12 მარტი, 2019

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, «მაქსიმის» სპეციალისტებმა მოამზადეს ყველაზე პოპულარული ავტომობილების რეიტინგი, ქალი მძღოლებისთვის.

ყველაზე პოპულარული ავტომობილის მოდელი, საქართველოში, აღმოჩნდა Toyota Prius. ის სასურველი, ქალი მძღოლების საერთო რაოდენობის 4.1%-სთვისაა. მეორე ადგილზეა Mitsubishi Colt, რომელსაც ქალთა 1.6% ირჩევს. მესამე ადგილს თანაბარი რაოდენობით, 1.2%-ით Mercedes E-class და Mercedes C-class იყოფს. ბოლო ადგილს კი, ასევე, თანაბარი რაოდენობით იყოფენ Nissan March და Honda Fit. მათი პროცენტული მაჩვენებელი, საერთო რაოდენობის 0.9%-ს შეადგენს.

ეს მონაცემები დაეხმარება იმ ქალბატონებს, რომლებსაც აქვთ სურვილი შეიძინონ ავტომობილი, თუმცა, ჯერ არ გადაუწყვეტიათ რომელი მოდელი სურთ.

ტაქსის მძღოლი ქალბატონები, თვითონ ადგენენ დღის წესრიგს და შემოსავლის დონეს. ყოველდღე მათ ათეულობით მგზავრი გადაჰყავთ, საუბრობენ მათთან და მუდმივად მოძრაობაში არიან. ასეთი პირობები იზიდავს დამოუკიდებელ, მიზანდასახულ, კომუნიკაბელურ და აქტიურ ადამიანებს.

ტაქსის მძღოლი ქალბატონების გავრცელებული სახელების ხუთეული ასე გამოიყურება: თამარი, მარინე, ლია, ეკა და ლიკა.

პრაქტიკიდან ჩანს, რომ ქალები არ ჩამორჩებიან კაცებს ავტომობილის მართვაში. ისინი უფრო ყურადღებიანები და მოწესრიგებულები არიან.

ყველაზე ხშირად, საქართველოში ტაქსის მძღოლის პროფესიას, 25-დან 45- წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალები ირჩევენ, რომლებიც ადვილად ითვისებენ მობილურ ტექნოლოგიებს და ჰყავთ საკუთარი მანქანა.