კვირის რომელ დღესა და დროის რა მონაკვეთში იძახებენ ტაქსს ყველაზე ხშირად საქართველოში

კვირის რომელ დღესა და დროის რა მონაკვეთში იძახებენ ტაქსს ყველაზე ხშირად საქართველოში

2019 იანვარი 29

ტაქსის სერვის «მაქსიმის» სპეციალისტებმა დაადგინეს, კვირის რომელ დღესა და დროის რა მონაკვეთში იძახებენ ტაქსს ყველაზე ხშირად, 2018 წლის მონაცემებით.

საქართველოს 7 ქალაქის მომსახურების სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ შარშან მოქალაქეების უმრავლესობამ ტაქსის მომსახურებით, უფრო ხშირად, კვირის მეორე ნახევარში ისარგებლა. ვინაიდან, საქართველოში პარასკევი-შაბათი გასართობად და დასასვენებლად პრიორიტეტული დღეებია, გამოძახებების რაოდენობაც კვირის სხვა დღეებთან შედარებით მაღალია. კვირის დღეებში შეკვეთების მაქსიმალური მაჩვენებელი პარასკევს -15%, ოთხშაბათს კი მინიმალური — 13.7% დაფიქსირდა.

დღის განმავლობაში ყველაზე მეტი გამოძახების წილი სამუშაო დღეებში 18:00-20:00 საათებზე მოდის, ამ დროს შეკვეთების 6.2 % შემოვიდა. შაბათ-კვირას კი, საღამოს 6 საათიდან ღამის 1 საათამდე გაგრძელდა, საშუალოდ 6.3%.

ეს იმით არის განპირობებული, რომ სამუშაო დღეებში, საღამოს, ადამიანები ბრუნდებიან სამსახურიდან სახლში, შაბათ-კვირას კი პირიქით, ამ დროს გადიან სახლიდან.

ღამის საათებში მოსახლეობის უმეტესობას სძინავს, შესაბამისად, ტაქსითაც ნაკლებად სარგებლობს. ასეთი პერიოდი სამუშაო დღეებში 8 საათია, შაბათ-კვირას კი — 10. შეკვეთების რიცხვი სამუშაო დღეებში იმატებს დილის 9 საათიდან, დასვენების დღეებში კი, მოსახლეობის უმრავლესობა სახლიდან გადის, მხოლოდ, 12 საათის შემდეგ.

სტატისტიკა სასარგებლოა მათთვის, ვინც ტაქსით მგზავრობას გეგმავს. დაზოგე თანხა და იმგზავრე უფრო სწრაფად. ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» - შენს მოთხოვნებზე მორგებული სერვისია.