ზამთრის დღესასწაულებზე საქართველოს მოსახლეობა თითქმის 6-ჯერ უფრო ხშირად სარგებლობს ტაქსის მომსახურებით

ზამთრის დღესასწაულებზე საქართველოს მოსახლეობა თითქმის 6-ჯერ უფრო ხშირად სარგებლობს ტაქსის მომსახურებით

27 დეკემბერი, 2018

სერვის «მაქსიმის» მონაცემებით, დეკემბერში ტაქსის გამოძახების აპლიკაციის გადმოწერის რაოდენობა აღემატება საშუალო მაჩვენებლებს და 31 დეკემრის-1 იანვრის ღამეს მაქსიმუმს აღწევს.

შობა-ახალ წელს ადამიანები უფრო აქტიურად სარგებლობენ ტაქსით და იწყებენ მობილური აპლიკაციების გამოყენებას. «მაქსიმის» ჩამოტვირთვის სტატისტიკა გვაჩვენებს, თუ როგორ იცვლება მომხმარებელთა ინტერესები.

ასე, მაგალითად, 2017 წელს წინასაახალწლო კვირას აპლიკაცია დააყენა 1,2-ჯერ მეტმა ადამიანმა, ვიდრე ნოემბრის ბოლო კვირას. აპლიკაციის დაყენების რაოდენობამ პიკს ახალი წლის ღამეს და მის მეორე დღეს მიაღწია. 31 დეკემბერს და 1 იანვარს ჩამოტვირთვების წილმა შეადგინა თვის განმავლობაში დაყენებების საერთო რიცხვის 5-5%. ამ და ჩვეულებრივ დღეებში 24 საათის განმავლობაში აპლიკაციის გადმოწერებს შორის აბსოლუტურ ციფრებში სხვაობა 6-ჯერ მეტია.

აპლიკაციის მიმართ ინტერესი შობის წინაც არ იკლებს. 2018 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით პერიოდში ჩამოტვირთვებმა შეადგინა თვის განმავლობაში ჩამოტვირთვების საერთო რიცხვის 44,7%. ამგვარად, იანვრის განმავლობაში დაყენებული აპლიკაციის რაოდენობის მესამედი ამ რამდენიმე დღეზე მოდის.

ზამთრის დღესასწაულებზე ტაქსის გამოძახების მობილური აპლიკაციის მიმართ მომხმარებელთა ინტერესი დაკავშირებულია არა მხოლოდ მომსახურებაზე დიდ მოთხოვნასთან. სწორედ ამ პერიოდში აპლიკაციას იწერენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვეულბრივ იძახებდნენ ტაქსს ოპერატორთან დაკავშირებით. აპლიკაციის საშუალებით მათ შეუძლიათ შექმნან შეკვეთა და არ ელოდონ ოპერატორის პასუხს, თავიდან აიცილონ ტელეფონზე საუბარი ხმაურიან წვეულებაზე და უფრო სწრაფად გაემგზავრონ მძღოლის ძებნის დაჩქარებით. ბოლოს და ბოლოს, ახალი წელი საუკეთესო დროა რაღაც ახლის გამოსაცდელად. და ბევრისთვის ეს ახალი არის აპლიკაცია «მაქსიმი».

ცნობისთვის

მონაცემები ეფუძნება 2017-2018 წლებში საქართველოს 7 ქალაქში ტაქსის გამოძახების სერვის «მაქსიმის» აპლიკაციის გადმოწერის სტატისტიკას AppStore-სა და Google Play-ში. ეს არის ტაქსის გამოძახების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია, რომელსაც აქვს მომხმარებელთა მაღალი შეფასება: მაგალითად, 4,4 Google Play-ში. მთელ მსოფლიოში ის თითქმის 10 მილიონჯერ გადმოწერეს.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი