სერვისი «მაქსიმი» ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის საფასურს 100 ლარს ბონუსის სახით დაურიცხავს სამუშაო ანგარიშზე

სერვისი «მაქსიმი» ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის საფასურს 100 ლარს ბონუსის სახით დაურიცხავს სამუშაო ანგარიშზე

11 ოქტომბერი, 2018

ქ. თბილისში, ტაქსის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» სთავაზობს მძღოლებს მონაწილეობა მიიღონ აქციაში, რომელიც შეუმსუბუქებთ მათ ლიცენზირებას.

აქციის ფარგლებში, ტაქსის მძღოლებს, რომლებიც ისარგებლებენ სერვის «მაქსიმით» და რომლებმაც 2018 წლის 8 ოქტომბრიდან გააფორმეს ნებართვა (ლიცენზია) ტაქსით საქმიანობაზე, კომპანია სამუშაო ანგარიშზე დაურიცხავს ბონუსს ლიცენზიის საფასურის ოდენობით — 100 ლარს, რომლის გამოყენება შესაძლებელია შესრულებული შეკვეთების საკომისიოს ასანაზღაურებლად. აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მძღოლს, რომელიც დარეგისტრირებულია ან დარეგისტრირდება სერვის «მაქსიმში» და შეესაბამება სერვისის მოთხოვნებს.

ლიცენზიისთვის ფორმის შევსება შეიძლება დამოუკიდებლად იუსტიციის სახლში, გამგეობებში, ან სერვისის ოფისში: ქ. თბილისი, მუხიანი, მე-2 მიკრორაიონი, ი. ნონეშვილის 11, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 17:30-მდე. მძღოლებს გაეწევათ კონსულტაცია და დახმარება ლიცენზიის ფორმის შევსებაში. მძღოლს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა ან ID-ბარათი, ელექტრონული ხელმოწერის კოდი, თუ მანქანა არაა მძღოლის საკუთრებაში, სარგებლობაში გადაცემის კოდი (TCODE) და ტექპასპორტი.

- ჩვენ დაინტერესებული ვართ იმაში, რომ ტაქსის მძღოლებს ჰქონდეთ ლიცენზიები და ამიტომ ხელს ვუწყობთ მათ საქმიანობის ლეგალურად განხორციელებაში. ამ აქციის საშუალებით მძღოლებს ვუქმნით მოტივაციას და, რა თქმა უნდა, ვუმცირებთ ხარჯებს, რეალურად მათთვის ლიცენზია უფასო გამოდის, - ამბობს სერვის «მაქსიმის» ოფისის ხელმძღვანელი თორნიკე კირკიტაძე.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი