რა უნდა გაითვალისწინოთ ტაქსის გამოძახებისას

რა უნდა გაითვალისწინოთ ტაქსის გამოძახებისას

24 სექტემბერი, 2018

სერვის «მაქსიმს» საქართველოში მრავალრიცხოვანი მომხმარებელი ჰყავს. ჩვენ ვეცნობით მათ კომენტარებს, სურვილებს და მუდმივად ვმუშაობთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მომავალში მძღოლებსა და კლიენტებს შორის გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტეთ აღვწეროთ სიტუაციები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ყოველდღიურობაში, და მოგცეთ გარკვეული რჩევები:

სიტუაცია 1. კლიენტი რეკავს ტაქსის გამოძახების ნომერზე და ოპერატორის კითხვაზე «სად იმყოფებით?» კარნახობს იმ მისამართს, სადაც მას სურს გაემგზავროს და არა იმას, სადაც იმყოფება. შედეგად მძღოლი არ მიდის გამოძახების ადგილზე.

რჩევა: ოპერატორთან საუბრის დროს პირველ რიგში მიუთითეთ ავტომობილის მიწოდების ადგილი (საიდან მიემგზავრებით), შემდეგ კი დანიშნულების ადგილი (სად მიემგზავრებით). საუბრის ბოლოს ოპერატორი იმეორებს საწყის და საბოლოო მისამართებს, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით მოუსმინოთ მას.

სიტუაცია 2. ხშირად, როცა კლიენტი რეკავს შეკვეთის მდგომარეობის გასარკვევად, ირთვება ავტომოპასუხე, რომელიც სთავაზობს მოქმედების რამდენიმე ვარიანტს. კლიენტი უნებლიეთ ან შეცდომით აჭერს 2-ს, რაც იწვევს შეკვეთის გაუქმებას.

რჩევა: ბოლომდე მოუსმინეთ ავტომოპასუხეს და აირჩიეთ მხოლოდ თქვენთვის სასურველი მოქმედება.

სიტუაცია 3. კლიენტი იძახებს ტაქსს, მაგრამ არ უთითებს ავტომობილის ტიპს (მაგალითად, როცა სჭირდება მინივენი) ან არ უთითებს, რომ აპირებს მგზავრობას ცხოველთან ერთად. შედეგად კლიენტი ვერ იღებს სასურველ მომსახურებას ან ადგილზე მისული მძღოლი უარს ამბობს მგზავრის და მისი ცხოველის წაყვანაზე.

რჩევა: თუ თქვენ ტაქსის გამოსაძახებლად ოპერატორს უკავშირდებით, უთხარით მას სასურველი ავტომობილის ტიპის შესახებ. თუ აპირებთ მგზავრობას ცხოველთან ერთად, არ დაგავიწყდეთ აცნობოთ ამის შესახებ ოპერატორს.

სიტუაცია 4. კლიენტი, რომელიც ბათუმში იმყოფება, რეკავს ტაქსის გამოსაძახების ნომერზე თბილისში და ეუბნება ოპერატორს მისამართს ქალაქის მითითების გარეშე. შეკვეთაზე თბილისში ინიშნება მძღოლი, რომელიც მიდის მითითებულ მისამართზე, სადაც მას, რა თქმა უნდა, არავინ ელოდება.

რჩევა: თუ გსურთ ტაქსის გამოძახება ოპერატორის მეშვეობით, დარეკეთ იმ ქალაქის ნომერზე, სადაც იმყოფებით, ან აცნობეთ ოპერატორს, რომელი ქალაქიდან რეკავთ.

იძახებთ ტაქსს ოპერატორთან დაკავშირების გზით თუ აპლიკაცია «მაქსიმის», საიტი taximaxim.ge-ს, IVR - ხმოვანი მენიუს ან ფეისბუქის მეშვეობით, ეცადეთ ისე გააფორმოთ შეკვეთა, რომ მძღოლმა მიიღოს სრული და ზუსტი ინფორმაცია იმისათვის, რომ თქვენი მგზავრობა იყოს კომფორტული და სასიამოვნო.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი