გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს!

გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს!

2018 აგვისტო 28

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, როგორც ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებული. ამიტომ ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს მას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს წინ უძღვის მარხვა, რომელიც 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება.

სერვისი «მაქსიმი“ გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, ურთიერთგაგებას, მიმტევებლობას და სიყვარულს! ამ დღის მადლი და ლოცვის ძალა გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!