ერთად დავეხმაროთ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს

ერთად დავეხმაროთ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს

22 აგვისტო, 2018

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» თბილისში ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ნივთის შეგროვებას ბავშვთა ცენტრ «ბეღურების» აღსაზრდელებისათვის. დახმარება შეუძლია ნებისმიერ მსურველს: ნივთები მიიღება 2 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე.

ბავშვებს სჭირდებათ პროდუქტები, რვეულები, კალმები, ფანქრები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: გოგონებისთვის — 36, 37 და 38 ზომის, ბიჭებისთვის — 32, 33, 38 და 41 ზომის. შეგიძლიათ მოიტანოთ სხვა ნივთებიც, რომლებიც გამოადგებათ 7-დან 19 წლამდე ასაკის ბავშვებს.

- ჩვენს ცენტრში არიან ობოლი და მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვები. ისინი სწრაფად იზრდებიან და სწავლობენ, ამიტომ ტანსაცმელი და საკანცელარიო ნივთები მათთვის პირველადი საჭიროების ნივთებს წარმოადგენენ. ჩვენი აღსაზრდელები ყოველთვის სიამოვნებით ხვდებიან სტუმრებს, სიხარულით იღებენ საჩუქრებს. მადლობას ვუხდით სერვის «მაქსიმს» ასეთი აქციის ორგანიზებისთვის. ამ კომპანიის თანამშრომლები ძალიან კეთილი ადამიანები არიან, - ამბობს ა.ა.ი.პ. "ბავშვი და გარემოს" გამგეობის თავმჯდომარე ნანა იაშვილი.

ნივთების მოტანა შეგიძლიათ თბილისში სერვის «მაქსიმის» ნებისმიერ ოფისში შემდეგ მისამართებზე: მუხიანის მე-2 მიკრორაიონი, ი. ნონეშვილის ქ., N11 და საირმის ქ., N78ა. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სერვისის თანამშრომლებიც. შეგროვილ ნივთებს ბავშვებს გადასცემენ 28 სექტემბერს.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი