სერვისი «მაქსიმი» ფოთში 2 წლის გახდა

სერვისი «მაქსიმი» ფოთში 2 წლის გახდა

20 აგვისტო, 2018

2016 წლის 20 აგვისტოდან სერვისმა «მაქსიმმა» დაიწყო მუშაობა ფოთში და დღეისათვის ის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომსახურების ხარისხზე და განვაგრძობთ განვითარებას, რათა გავაფართოვოთ შესაძლებლობები ჩვენი კლიენტებისთვის.

ქალაქში მგზავრობის ფასი იწყება 1 ლარიდან, ხოლო ქალაქთაშორისი მარშრუტით — 2 ლარიდან. ფოთში მოქმედებს შემდეგი ტარიფები: «ეკონომი», «მინივენი», «სატვირთო 1,5 ტ-მდე» და «ფხიზელი მძღოლი». ავტომობილის შეკვეთა შეგიძლიათ უახლოესი დროისთვის ან წინასწარ — რამდენიმე საათით ან დღით ადრე. ტაქსის გამოძახება შეგიძლიათ არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი მეგობრისთვისაც. ამისათვის აპლიკაციაში «სურვილში შეკვეთაზე» უნდა ჩაწეროთ თქვენი მეგობრის ტელეფონის ნომერი ველში «სხვა ნომერი კავშირისთვის».

ფოთში ტაქსის გამოძახება შეგიძლიათ ოპერატორთან დაკავშირებით (ტელ.: 0493 22-22-22), საიტზე taximaxim.ge, ფეისბუქში, IVR-ის (ხმოვანი მენიუს) მეშვეობით, ასევე iOS-ის, Android-ისა და Windows Phone-ის პლანშეტებისა და სმარტფონების მობილური აპლიკაცია «მაქსიმით». მისი გამოყენება ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. აპლიკაციით სარგებლობა შეგიძლიათ ყოველთვის და ყველგან, თუ გაქვთ ინტერნეტზე წვდომა.

ვულოცავთ 2 წლის იუბილეს ფოთის ოფისის თანამშრომლებს და ვუსურვებთ წარმატებებს და ახალ მიღწევებს! მადლობას ვუხდით ჩვენს ფოთელ კლიენტებს — მგზავრებსა და მძღოლებს — სერვის «მაქსიმის» არჩევისა და მის მიმართ გამოხატული ნდობისთვის.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი