თბილისში ტაქსით მგზავრობა იაფი გახდა

თბილისში ტაქსით მგზავრობა იაფი გახდა

3 აგვისტო, 2018

1 აგვისტოდან ტაქსის გამოძახების სერვისმა «მაქსიმმა» შემოიღო პიკის საათებში ერთიანი ტარიფი დანამატების გარეშე. ახლა მგზავრებს ტაქსით მომსახურებაზე შეუძლიათ 1,6 ლარამდე დაზოგვა.

ადრე დილის 7-დან 10 საათამდე და საღამოს 17-დან 20 საათამდე, როცა ტაქსის მომსახურებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი იყო, ტარიფზე მოქმედებდა დანამატი. მარშრუტიდან გამომდინარე მგზავრებს ჩვეულებრივ ფასთან შედარებით უწევდათ 1,3-დან 1,6 ლარამდე მეტის გადახდა.

ახლა ერთიანი ტარიფით მგზავრობების ღირებულება დღის განმავლობაში უცვლელია. ის დამოკიდებულია მხოლოდ გზის კილომეტრაჟზე. ტაქსის მცირე მოთხოვნის პერიოდებშიც კი წინა ტარიფთან შედარებით მგზავრობა 50 თეთრით იაფია.

მაგალითად, მგზავრობა თავისუფლების მოედნიდან თბილისის რკინიგზის სადგურამდე დილის 8 საათზე ეღირება 3,2 ლარი ძველი ტარიფის 5,4 ლარის ნაცვლად. ასეთივე მგზავრობა დღის 12 საათზე 3,7 ლარის მაგივრად ეღირება 3,2 ლარი.

მგზავრობების ღირებულების შემცირება არ მოახდენს გავლენას მძღოლების შემოსავალზე. ეს დაკავშირებულია შვებულებების პერიოდში გზების მცირე დატვირთვაზე, რაც ნიშნავს საწვავის ნაკლებ ხარჯვას. გარდა ამისა, დაბალი ღირებულების შეკვეთების შესრულებისთვის კომპანია კომპენსაციის სახით სთავაზობს მძღოლებს ფასდაკლების ბარათებს საწვავზე, ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებასა და ავტოსამრეცხაოებზე. «მაქსიმი» მიისწრაფის თბილისის მოსახლეობისთვის ტაქსით მგზავრობა უფრო ხელმისაწვდომი გახადოს და შეკვეთების რაოდენობის გაზრდით მისცეს მძღოლებს მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ახალი ერთიანი ტარიფი შეესაბამება ამ მიზანს.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი