გამოიძახეთ სატვირთო ავტომობილი მარტივად

გამოიძახეთ სატვირთო ავტომობილი მარტივად

12 ივლისი, 2018

სერვის «მაქსიმის» ახალი ტარიფი «სატვირთო 1,5 ტ-მდე» უკვე მუშაობს თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ფოთში.

ზემოაღნიშნული ტარიფით მოდის 1,5 ტონამდე ტვირთამწეობის ავტომობილი. შეკვეთის შექმნა შეგიძლიათ ნებისმიერი ჩვეული მეთოდით: აპლიკაცია «მაქსიმში», საიტზე taximaxim.ge და ტელეფონით. აპლიკაციაში და საიტზე საჭიროა შესაბამისი ტარიფის არჩევა. ტელეფონით გამოძახებისას კი შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა შეატყობინეთ ოპერატორს.

გადაზიდვის საორიენტაციო ღირებულება ცნობილია წინასწარ. ისევე, როგორც ტაქსის გამოძახების შემთხვევაში, შეგიძლიათ აირჩიოთ ავტომობილის მოსვლის დრო და გადახდის მეთოდი — ნაღდი ფულით ან ანგარიშიდან.

გარდა ამისა, თუ შეკვეთას აპლიკაციაში აფორმებთ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რეალურ დროში ნახოთ ავტომობილის ადგილმდებარეობა რუკაზე. სატვირთო ავტომობილით ფასიანი ნივთების გაგზავნისას, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ მძღოლი მათ თქვენთვის სასურველ მისამართზე მიიტანს.

ადრე საქართველოს მაცხოვრებლებს უწევდათ სატვირთო ავტომობილის საპოვნელად „ბირჟაზე“ მისვლა და მძღოლთან ფასზე მოლაპარაკება. ამაზე დიდი დრო იხარჯებოდა, გარდა ამისა, ეს იყო მოუხერხებელი და არახელსაყრელი. სატვირთო ავტომობილების მძღოლები მაღალ ფასს ითხოვდნენ. ადეკვატური ფასი რომ დაესახელებინათ, საჭირო იყო დიდხანს ვაჭრობა. ახლა მსხვილგაბარიტიანი და მძიმე ნივთების გადასატანად ადამიანებს შეუძლიათ ისარგებლონ ჩვეული, თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისით.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი