გამოვლინდა ტაქსის გამოძახების ყველაზე პოპულარული მობილური პლატფორმა საქართველოში

გამოვლინდა ტაქსის გამოძახების ყველაზე პოპულარული მობილური პლატფორმა საქართველოში

2018 ივნისი 15

სერვის «მაქსიმის» სპეციალისტებმა გაარკვიეს, თუ რომელი ოპერაციული სისტემის მომხმარებლები იყენებენ კომპანიის აპლიკაციას უფრო ხშირად და ასრულებენ შეკვეთებს უფრო აქტიურად.

პირველ ადგილზე აღმოჩნდა Android-ის პლატფორმა — მასზე აპლიკაცია «მაქსიმის» დაყენების საერთო რიცხვიდან მოდის ჩამოტვირთვების 61%. შემდეგია iOS-სთვის განკუთვნილი ვერსია — ის დააყენა მომხმარებელთა 38%-მა. ნაკლებად პოპულარულ ოპერაციულ სისტემაზე, Windows Phone-ზე, დაყენების რაოდენობა შეადგენს მხოლოდ 1%-ს.

მიუხედავად იმისა, რომ Android-თან შედარებით iOS-ზე «მაქსიმის» დაყენების რიცხვი დაახლოებით ორჯერ ნაკლებია, ამ პლატფორმების მეშვეობით შეკვეთების რაოდენობა თითქმის ერთნაირია. Google-ის ოპერაციული სისტემის მომხმარებელთა წილზე მოდის აპლიკაციით შექმნილი ყველა შეკვეთის 53%. iOS-ის მოწყობილობებიდან შემოდის შეკვეთების 46%. მონაცემებით დასტურდება, რომ iPhone-ისა და iPad-ის მფლობელები უფრო აქტიურად იყენებენ მობილურ სერვისებს, ვიდრე სხვა ოპერაციული სისტემათა სმარტფონების მფლობელები. მათი მყიდველობითი უნარი აძლევთ საშუალებას უფრო ხშირად ისარგებლონ ტაქსის მომსახურებით.

საქართველოში Android-ის პოპულარობა შეესაბამება ზოგად ტენდენციებს: ეს პლატფორმა ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში. თუმცა აქ iOS-ის წილი მეზობელი ქვეყნებისას აღემატება. მაგალითად, აზერბაიჯანში აპლიკაცია «მაქსიმის» ვერსია iOS-ზე ჩამოტვირთა მომხმარებელთა 33%-მა, რუსეთში — 32%-მა, უკრაინაში კი — 24%-მა. ოპერაციული სისტემის გავრცელებაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს: Apple-მოწყობილობების ხელმისაწვდომობა, ცხოვრების დონე და მენტალიტეტი.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმის მიუხედავად მობილური სერვისების პოპულარობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. აპლიკაცია «მაქსიმის» გაშვების მომენტიდან მისი დაყენების ჯამური რაოდენობა ყოველ წელს 1,5-2,5-ჯერ იზრდება. მატულობს აპლიკაციით შექმნილი შეკვეთების წილიც. საქართველოში მან უკვე გადააჭარბა იმ შეკვეთების 15%-ს, რომლებიც ასევე იქმნება საიტისა და ოპერატორების მეშვეობით. ტექნოლოგიების განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების წარმოქმნასთან ერთად ადამიანებს სულ უფრო ხშირად უჩნდებათ სურვილი მიიღონ მომსახურება მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად. სმარტფონში არსებული აპლიკაციები კი ამის საშუალებას 1-2 შეხებით იძლევა.