გილოცავთ წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!

გილოცავთ წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!

12 მაისი, 2018

12 მაისს წმ. ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

წმინდა ანდრია განსაკუთრებული მოციქულია — პირველად მას მოუხმო უფალმა. ის იყო პეტრე მოციქულის ხორციელი ძმა და ითვლება საქართველოში ქრისტიანობის პირველ მქადაგებლად და გამავრცელებლად. ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოაგზავნა საქართველოში და თან გამოატანა თავისი ხელთუქმნელი ხატი, რომლითაც წმინდა მოციქულმა მრავალი სასწაული მოახდინა.

გილოცავთ ამ დიდ საეკლესიო და ეროვნულ დღესასწაულს! ანდრია მოციქულის მფარველობა და შემწეობა არ მოგკლებოდეთ თითოეულ თქვენგანს და მთელ საქართველოს! უფალმა ინებოს, რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი