სერვისი «მაქსიმი» რუსთავში 3 წლის გახდა

სერვისი «მაქსიმი» რუსთავში 3 წლის გახდა

17 აპრილი, 2018

აპრილში ტაქსის გამოძახების სერვის «მაქსიმს» რუსთავში 3 წელი შეუსრულდა. კომპანია სთავაზობს ქალაქის მაცხოვრებლებს ტაქსის გამოძახების თანამედროვე და მოხერხებულ სერვისს ხელმისაწვდომ ფასად. სერვისი «მაქსიმი» ერთ-ერთი ლიდერია ფასის, ხარისხისა და კომფორტის მიხედვით.

რუსთავში სერვისი «მაქსიმის» საშუალებით შესაძლებელია ავტომობილების შეკვეთა ქალაქის ფარგლებში, ასევე საქალაქთაშორისო მარშრუტებით მგზავრობისთვის ტარიფებით «ეკონომი», «კომფორტი», «მინივენი», სატვირთოს 1,5 ტონამდე, ასევე «ფხიზელი მძღოლი». ფასები ოპტიმალურია: ქალაქის ფარგლებში მგზავრობის მინიმალური ღირებულება შეადგენს 1 ლარს. შეგიძლიათ შეუკვეთოთ ტაქსი უახლოესი დროისთვის ან წინასწარ ნებისმიერი დროისთვის დამატებითი ანაზღაურების გარეშე. მგზავრობის ღირებულება ცნობილია წინასწარ. უახლოესი დროისთვის შეკვეთის შექმნის შემთხვევაში, მძღოლს ადგილზე მისასვლელად საშუალოდ 5 წუთი სჭირდება.

ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც იციან დროის ფასი, მიმზიდველია ტაქსის სწრაფად და მარტივად შეკვეთის შესაძლებლობა საფირმო აპლიკაცია «მაქსიმის» მეშვეობით. არის ვერსიები iOS-ის, Android-ის და Windows Phone-ის სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის. «ჭკვიანი» აპლიკაცია დაგეხმარებათ შეუცდომლად მიუთითოთ მგზავრობის მისამართი, ავტომატურად ითვლის მის ფასს და ქმნის შეკვეთას ოპერატორთან საუბრის გარეშე. შეგიძლიათ გამოიყენოთ მგზავრობების ისტორია, შეაფასოთ ისინი, ან ერთი კლიკით გამოიძახოთ.

სხვათა შორის, Android-ზე აპლიკაციის ვერსიის ჩამოტვირთვის რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა! ტაქსის გამოძახების სერვისებს შორის Android-ზე აპლიკაციამ მომხმარებლებისგან მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება — 4,6. ამგვარად, «მაქსიმს» უჭირავს ლიდერის პოზიცია ტაქსის გამოძახების საერთაშორისო სერვისების კატეგორიაში.

მობილური აპლიკაციის მომხმარებლებისთვის მოქმედებს პრემიალური პროგრამა. თუ გსურთ პროგრამაში მონაწილეობის მიღება და პირველად გადმოიწერეთ აპლიკაცია, იპოვეთ პრომოკოდი «მაქსიმის» ოფიციალურ ჯგუფებში, სოც.ქსელებში, სმს-ბში და ბეჭდვით რეკლამაზე. შეიყვანეთ პრომოკოდი აპლიკაციაში და პირად ანგარიშზე დაგერიცხებათ 4 პრემიალური ლარი. გადაიხადეთ მათი საშუალებით ტაქსით მგზავრობის ღირებულების 30 %-მდე ანგარიშზე ჩარიცხვიდან 90 დღის განმავლობაში.

თუ უკვე სარგებლობთ ჩვენი სერვისის მობილური აპლიკაციით, იპოვეთ მასში თქვენი პირადი პრომოკოდი, გაუზიარეთ ის მეგობრებს და მიიღეთ 4 პრემიალური ლარი ყოველ მეგობარზე, რომელიც დააყენებს აპლიკაციას და მისი მეშვეობით 3-ჯერ იმგზავრებს პრომოკოდის აქტივაციის მომენტიდან 90 დღის განმავლობაში. თქვენი პრომოკოდის აქტივაციისთვის კი მეგობარი მიიღებს 4 პრემიალურ ლარს. 1 პრემიალური ლარი = 1 ლარს.

რუსთავში ტაქსის გამოსაძახებლად დარეკეთ ნომერზე (0341) 24-22-22, ისარგებლეთ მობილური აპლიკაციით ან შეავსეთ შეკვეთის ფანჯარა საიტზე taximaxim.ge. ჩვენმა კლიენტებმა იციან, რომ დღე-ღამის ნებისმიერ დროს მათ მისაღებ ფასად შეუძლიათ იმგზავრონ ტაქსით, ამიტომ «მაქსიმი» არის მათი სერვისი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, დრო, ხარისხი და კომფორტი.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი