ტაქსის მძღოლების ყველაზე პოპულარული სახელების ტოპ-ათეული საქართველოში

ტაქსის მძღოლების ყველაზე პოპულარული სახელების ტოპ-ათეული საქართველოში

2018 მარტი 21

ტაქსისტების საერთაშორისო დღისთვის ტაქსის გამოძახების სერვისმა «მაქსიმმა» მოამზადა საქართველოში ტაქსის მძღოლებს შორის ყველაზე პოპულარული სახელების ტოპ-ათეული.

დღეს საქართველოში ბავშვებს ხშირად არქმევენ ბერძნული, ებრაული და ქართული წარმომავლობის სახელებს. ტაქსის მძღოლებს შორის კი ყველაზე გავრცელებული სახელი არის გიორგი. ასე ჰქვია იმ მძღოლების 10 %-ს, რომლებიც სარგებლობენ «მაქსიმის» სერვისით. მას, შესამჩნევი სხვაობით, მოსდევს დავითი, ირაკლი და მამუკა. დაახლოებით თანაბარი რაოდენობით არიან მძღოლები სახელად მიხეილ, შალვა, შოთა და თორნიკე.

კაცის სახელების ტოპ-ათეული

1. გიორგი — 10%

2. დავით — 4,5 %

3. ირაკლი — 2,6%

4. მამუკა — 1,9%

5. ლევან — 1,8%

6. ზაზა — 1,7%

7. ზურაბ — 1,6%

8. ლაშა — 1,6%

9. გოჩა — 1,4 %

10. გელა — 1,3%

ზოგჯერ იშვიათი სახელებიც გვხვდება, მაგალითად: ემინ, ტიგრან, თენგო და ანვარ.

ტაქსის მძღოლი — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროფესიაა. ამიტომ, თუ 22 მარტს თქვენ დაგჭირდებათ ტაქსის გამოძახება, არ დაიშუროთ თბილი სიტყვები და მიულოცეთ მძღოლებს მათი პროფესიული დღე.