როგორი უნდა იყოს თანამედროვე ტაქსის მძღოლი

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ტაქსის მძღოლი

2018 მარტი 13

ტაქსის ამა თუ იმ კომპანიაში შეკვეთის ან ქუჩაში გაჩერების დროს ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები გხვდებათ. ხდება ისე, რომ ავტომობილში ჩასხდომის შემდეგ მგზავრი არ უფიქრდება, ვინ ზის საჭესთან. ხშირად ეს არც აინტერესებს, რადგან ტაქსის გამოძახების მთავარი მიზეზი არის სასურველ ადგილამდე რაც შეიძლება სწრაფად და კომფორტულად მისვლა.

ზოგჯერ, როცა მგზავრი მოწყენილი და ცუდ ხასიათზეა, ის თავის დარდისა და პრობლემების შესახებ მძღოლს უყვება, თუმცა მანქანიდან გადმოსვლისა და კარის მიხურვისთანავე ავიწყდება უნებლიე მსმენელი. სინამდვილეში როგორები არიან ტაქსის მძღოლები? როგორია იმ ადამიანების პორტრეტი, რომლებიც თანამშრომლობენ ტაქსის გამოძახების კომპანიებთან ან სარგებლობენ მათი სერვისით?


ვეძებთ პასუხს

ერთმნიშვნელოვნად ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ტაქსის მძოლები - განსაკუთრებული ხალხია, რომლებმაც ყველაფერი იციან— რა ხდება საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ყოველთვის ადევნებენ თვალ-ყურს ახალ ამბებს და ყველა საკითხზე აქვთ საკუთარი მოსაზრება, რომელსაც დაუზარებლად გაუზიარებენ დაინტერესებულ მგზავრს. ტაქსის მძღოლები ისევე, როგორც კლიენტები, ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ავტომობილის შეკვეთისას თქვენთვის სრულიად უცნობია, ვინ წაგიყვანთ სასურველ მისამართზე, ტაქსში ხომ სხვადასხვა საინტერესო პიროვნება მუშაობს. მგზავრობისას საჭესთან შეიძლება იხილოთ ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანი. მას კარგად ახსოვს ძველი დრო, როდესაც ტაქსისტები მუშაობდნენ რაციების გარეშე და ქუჩებში ერთნაირი, ტრადიციული ყვითელი ფერის ფირნიშიანი ვოლგები დადიოდნენ.

ძალიან გაგიმართლებთ, თუ ასეთ მძღოლთან მოხვდებით, წლების განმავლობაში მან დაწვრილებით შეისწავლა ქალაქი, იცის როგორ აუაროს გვერდი საცობებს, სწრაფად და მოხერხებულად მიგიყვანოთ დანიშნულების ადგილზე. გარდა ამისა, ასეთი მძღოლი — შესანიშნავი ფსიქოლოგია, ამიტომ სასიამოვნო საუბარი გარანტირებული გექნებათ. მასთან მოხვედრის შემთხვევაში ორმაგად გაუმართლებს ქალაქში სტუმრად ჩამოსულ კლიენტს. ის უზრუნველყოფილი იქნება მშვენიერი ექსკურსიით, ასევე კონსულტაციით სასტუმროებისა და რესტორნების თემაზე, გაიგებს, სად ჯობია სასურველი კერძის დაგემოვნება და სად — დასვენება.

ტაქსში ბედმა შეიძლება შეგახვედროთ ლინგვისტებიც და აკადემიკოსებიც, რომლებსაც რამდენიმე უმაღლესი განათლება აქვთ. ზოგი ტაქსის მძღოლად მუშაობას იწყებს გამოუვალი მდგომარეობის გამო, როცა კარგავს იმედს, რომ თავისი სპეციალობით დასაქმდება და მიაღწევს აღიარებას. სერვისი «მაქსიმის» დახმარებით მათ შეძლეს შემოსავლის წყაროს პოვნა. სხვები კი ამ პროფესიას იმიტომ ირჩევენ, რომ უბრალოდ მოსწონთ. წარმოიდგინეთ, უამრავ ადამიანთან შეხვედრა, განსხვავებული ისტორიები და ამბები, მგზავრობა სხვადასხვა მიმართულებით — ეს საკმაოდ მომხიბლავია.


დროებითი თუ მუდმივი თანამშრომლობა

ტაქსის მძღოლობა არის ფულის გამომუშავების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი გზა. ვიღაცისთვის ეს დამატებითი შემოსავალია, ვიღაცისთვის კი — შემოსავლის ძირითადი წყაროა. ზოგჯერ ადამიანები აკითხავენ ტაქსის ოფისებს დროებითი სამუშაოს საშოვნელად, როდესაც საკუთარი სურვილისა და სპეციალობის შესაფერის საქმეს ვერ პოულობენ. ასეთ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ მათ ცუდად იციან ქალაქი, ვერ ან არ უვლიან ავტომობილს სათანადოდ და, შესაბამისად, ისინი ვერ გაუწევენ კლიენტებს ხარისხიან მომსახურებას.

თუმცა სასიხარულოა, რომ დღეს მსგავსი რამ იშვიათად ხდება. ტაქსის კომპანიების უმრავლესობას უბრალოდ არ აჰყავს სამსახურში ასეთი ხალხი. სერვის «მაქსიმს» აქვს განსაზღვრული მოთხოვნები მძღოლების მიმართ. მძღოლები თავიანთი ავტომობილებით, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი სერვისით, შეესაბამებიან მუშაობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს და ტარიფის კრიტერიუმებს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ტაქსის მძღოლის პორტრეტი - ეს არის თავაზიანი, კეთილი და სალმიანი ადამიანი, პროფესიონალი, რომელიც მაღალ დონეზე ფლობს მანქანის მართვის უნარ-ჩვევებს, ზრუნავს იმაზე, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება ყოველთვის იყოს გამართული და მოწესრიგებული, კარგად ორიენტირდება ქალაქის ქუჩებში და რომელსაც უყვარს თავისი საქმე.