ტაქსის მძღოლი ქალბატონების სახელების ტოპ-ხუთეული

ტაქსის მძღოლი ქალბატონების სახელების ტოპ-ხუთეული

6 მარტი, 2018

ტაქსის მძღოლი არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი პროფესია ქალებისთვის. საინტერესოა, რომ მას უფრო ხშირად ირჩევენ გარკვეული სახელების მფლობელი ქალბატონები. ქალთა საერთაშორისო დღისთვის სერვისმა «მაქსიმმა» შეადგინა ტაქსის მძღოლ ქალბატონებს შორის ყველაზე პოპულარული სახელების რეიტინგი.

უმრავლეს შემთხვევაში ტაქსის მძღოლის პროფესიას ირჩევენ საკუთარი ავტომობილის მქონე 25-დან 45 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ადვილად ითვისებენ მობილურ ტექნოლოგიებს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული სახელი არის თამარი. შედარებით უფრო იშვიათად მამაკაცის პროფესიას ირჩევენ ქალბატონები სახელად ეკა და ლიკა.

ტაქსის მძღოლი-ქალების სახელების ტოპ-ხუთეული

თამარ

მარინე

ლია

ეკა

ლიკა

ტაქსის მძღოლები მუშაობენ გრაფიკის გარეშე, თვითონ ადგენენ დღის წესრიგს და შემოსავლის დონეს. ყოველ დღე მათ ათეულობით მგზავრი გადაჰყავთ, საუბრობენ მათთან და მუდმივად მოძრაობაში არიან. ასეთი მუშაობა იზიდავს დამოუკიდებელ, მიზანდასახულ, კომუნიკაბელურ და აქტიურ ადამიანებს. ეს თვისებები ყველაზე მეტად რეიტინგში შემავალი სახელების მფლობელებს ახასიათებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სახელი მართლაც განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს.

პრაქტიკიდან ჩანს, რომ ქალები არ ჩამორჩებიან კაცებს ავტომობილის მართვაში. ხშირად ისინი უფრო ყურადღებიანები და მოწესრიგებულები არიან. თუ 8 მარტს თქვენთან მოვა ტაქსის მძღოლი მანდილოსანი, არ დაგავიწყდეთ მიულოცოთ მას გაზაფხულის დღესასწაული.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი