გილოცავთ დედის დღეს!

გილოცავთ დედის დღეს!

3 მარტი, 2018

დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. დედა — სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულის და სიხარულის გამზიარებელი. ის არის საუკეთესო მრჩეველი და მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოუსმენს და დაეხმარება შვილს, ვისი გულისთვისაც მზად არის ყველაფერზე.

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» ყველა დედას გილოცავთ გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, შვილების კეთილდღეობას და გახარებას! გქონოდეთ იმის ძალა და შესაძლებლობა, რომ მისცეთ მათ მხიარული ბავშვობა, გადასცეთ და ჩაუნერგოთ სულიერი ფასეულობები, აღზარდოთ ისინი განათლებულ, წარმატებულ ადამიანებად და საამაყო მამულიშვილებად!

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი