როგორ გავემგზავროთ ტაქსით უფრო სწრაფად

როგორ გავემგზავროთ ტაქსით უფრო სწრაფად

2018 თებერვალი 27

მობილურ აპლიკაციაში «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» არის ფუნქციები, რომელთა საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ, რომ თქვენს ახლოს არის თავისუფალი ავტომობილები და დააჩქაროთ ტაქსის მიწოდება.

თუ გსურთ ტაქსის გამოძახება და დარწმუნდეთ იმაში, რომ შეკვეთაზე ავტომობილი მალე დაინიშნება, ჩართეთ გეოლოკაცია თქვენს მობილურ მოწყობილობაში და აპლიკაციის ველში «საიდან» მიუთითეთ, სად იმყოფებით. მასზე დაჭერისას ეკრანზე გაიხსნება რუკა, სადაც აღნიშნული იქნება თქვენი ადგილსამყოფელი, აისახება ყველა თავისუფალი ავტომობილი და მათი ადგილმდებარეობა. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მანქანების გადაადგილებას რუკაზე და შეამციროთ ან გაადიდოთ მისი მასშტაბი.

რაც უფრო მეტია თავისუფალი ტაქსი თქვენს ახლოს, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ თქვენს შეკვეთაზე უმოკლეს დროში დაინიშნება ავტომობილი და უფრო სწრაფად მიიღებთ სასურველ სერვისს.

თუ გეჩქარებათ და სასწრაფოდ უნდა გაემგზავროთ, შეგიძლიათ დააჩქაროთ მძღოლის ძებნა. ამისათვის აპლიკაციის მთავარ გვერდზე დააჭირეთ ველს «სურვილი შეკვეთაზე» და «ღირებულების გაზრდის» გვერდით აირჩიეთ თანხა ჩამოსაშლელი ველიდან. ანალოგიური შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მაშინაც კი, როდესაც შეკვეთა უკვე შექმნილია. აქტიური შეკვეთის ეკრანზე დააჭირეთ ღილაკს «ძებნის დაჩქარება». რაც უფრო მაღალი ღირებულება აქვს შეკვეთას, მით უფრო მიმზიდველია ის მძღოლისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი უფრო მალე მოვა.