პატარა ლუკას ჯადოსნური ახალი წელი

პატარა ლუკას ჯადოსნური ახალი წელი

12 იანვარი, 2018

შობა-ახალი წელი — სასწაულების მოხდენის დროა. ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს მოულოდნელი სიურპრიზები სიხარულით აღავსებენ დიდებსაც და პატარებსაც.

თბილისში ერთ-ერთი ასეთი სასწაულის გმირი გახდა ახალგაზრდა მძღოლი გიორგი, რომელიც სარგებლობს «მაქსიმის» სერვისით. ახალი წლის ღამეს მან მიიღო შეკვეთა აპლიკაციაში «Taxsee Driver» და მივიდა გამოძახების ადგილზე. იქ მას დახვდა ქალბატონი, რომელმაც უცნაური თხოვნით მიმართა, თან რაღაც ფუთას აწვდიდა:

- გილოცავთ ახალ წელს! თქვენ უნდა გადაგვარჩინოთ.

- მადლობა. თქვენც გილოცავთ! - უპასუხა გიორგიმ. - სადმე გაგვიანდებათ და გსურთ, რომ ჩქარა გავემგზავროთ?

- არა-არა… გთხოვთ, ჩაიცვით ეს ტანსაცმელი და გამომყევით სახლში. საქმე ისაა, რომ ჩემი შვილი მოუთმენლად ელოდება თოვლის ბაბუას.

- ქალბატონო, ბოდიში, მაგრამ მე ტაქსის მძღოლი ვარ და არა მსახიობი.

- ძალიან გთხოვთ. თოვლის ბაბუის როლი ოჯახის ახლობელს უნდა ეთამაშა, ველოდებოდით, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ დამირეკა, რაღაც შეემთხვა და ვერ მოდის, გამაფრთხილა. დიდი ხანია «მაქსიმის» კლიენტი ვარ და ახლაც მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს.

გიორგი დათანხმდა. ქალბატონმა მადლობა გადაუხადა მას, უთხრა ბინის ნომერი და დაბრუნდა სახლში. გიორგიმ კი ჩაიცვა თოვლის ბაბუის ტანისამოსი, გაიკეთა წვერ-ულვაში, გადაიდო მხარზე საჩუქრებითა და ტკბილეულით სავსე ტომარა, ცოტა ხანში კი უკვე ბინასთან იყო და კარზე აკაკუნებდა.

გაიღო კარი თუ არა, მას 3-4 წლის თვალებანთებული და ხელებგაშლილი ლუკა შეეგება, რომელიც ხმამაღლა გაიძახოდა: «თოვლის ბაბუა მოვიდა! თოვლის ბაბუააა!» მისი ემოციები მშობლებსაც გადაედოთ და თოვლის ბაბუსაც. ბავშვის სახე სიხარულისგან ანათებდა და ამ სიხარულმა გიორგიზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

- იმ წუთებში მეც ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ დავფიქრდი, მომავალ ახალ წელს ხომ არ შევითავსო თოვლის ბაბუის როლი… - ღიმილით ამბობს გიორგი. - მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა გამეხარებინა ის პატარა ბიჭი. ეს შესაძლებლობა «მაქსიმმა» მომცა. მინდა ყველას მოგილოცოთ შობა-ახალი წელი! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას!

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი