სერვისი «მაქსიმის» მუშაობა ახალი წლის დღეებში

სერვისი «მაქსიმის» მუშაობა ახალი წლის დღეებში

22 დეკემბერი, 2017

სულ მალე ყველასათვის საყვარელი დღესასწაული — ახალი წელი დადგება. მის შესახვედრად რამდენიმე დღით ადრე ვემზადებით. ვირჩევთ ნაძვის ხეს, ვყიდულობთ ტკბილეულსა და საჩუქრებს, ვსტუმრობთ სალონებს, დავდივართ კონცერტებზე და კორპორატივებზე, ვაწყობთ შეხვედრებს მეგობრებთან და ახლობლებთან. ახალ წელს ზოგი თავის სახლში ხვდება, ზოგი სტუმრად მიდის, თოვლის მოყვარულები კი მთაში მიემგზავრებიან.

მხიარული სადღესასწაულო სამზადისის გამო ქალაქში გზები გადატვირთულია, სერვის «მაქსიმში» კი უამრავი ზარი შემოდის, რადგან ტაქსზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. მძღოლები მაქსიმალურად ცდილობენ მოგემსახურონ ხარისხიანად და უსაფრთხოდ. ბევრი მათგანი მზად არის შეხვდეს ახალ წელს მგზავრებთან ერთად. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ რაც უფრო მოტივირებული იქნებიან მძღოლები, მით უფრო სწრაფად და უკეთესად გაგიწევენ მომსახურებას. იმისათვის, რომ ყველა მგზავრმა შეძლოს შეუფერხებლად მგზავრობა, სერვისი იზიდავს უფრო მეტ მძღოლს და უქმნის მათ მოტივაციას მოემსახურონ მგზავრებს დროულად და ხარისხიანად.

როგორც წესი, ამ პერიოდში ქსელების გადატვირთვის გამო ზარის განხორციელება რთულდება, ტაქსის გამოძახების ნომრებზე ერთდროულად ბევრი ადამიანი რეკავს, ამიტომ ხშირად ოპერატორი ვერ ახერხებს პასუხის დროულად გაცემას. ასეთ დროს განსაკუთრებით მოსახერხებელია მობილური აპლიკაცია «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება», რომელიც არის ძალიან მარტივი, სწრაფი და მომხმარებლის სურვილებზე მორგებული.

აპლიკაციის საშუალებით მისამართის მითითებით ან რუკაზე კოორდინატების აღნიშვნით თქვენ შეგიძლიათ გამოიძახოთ ტაქსი უახლოესი დროისთვის ან გააფორმოთ შეკვეთა წინასწარ, აირჩიოთ გადახდის მეთოდი, სასურველი ავტომობილი, ჩაწეროთ დამატებითი სურვილები, უფასოდ დაუკავშირდეთ მძღოლს, თვალი ადევნოთ ავტომობილის გადაადგილებას რუკაზე, შეინახოთ მარშრუტი რჩეულებში და მიუთითოთ, რა ნომინალის კუპიურით აპირებთ გადახდას იმისათვის, რომ მძღოლმა წინასწარ მოამზადოს ხურდა. აპლიკაცია ავტომატურად ითვლის მგზავრობის ღირებულებას და წინასწარ გაჩვენებთ მას ეკრანზე, ასევე გაჩვენებთ დანიშნული ავტომობილის მარკას, ნომერს, ფერს, მოსვლამდე დარჩენილ დროს და მძღოლის სახელს. ტაქსის ადგილმდებარეობა გამოისახება რუკაზე რეალურ დროში, ამიტომ შეკვეთაზე მოსული ავტომობილის პოვნა ადვილია.

ტაქსის გამოძახება შეგიძლიათ ასევე ონლაინ საიტზე taximaxim.ge და IVR ხმოვანი მენიუს მეშვეობით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ავტომობილის სალონში რაიმე ნივთი დაგრჩათ, სასურველია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ოპერატორს ტაქსის გამოძახების ნომერზე თქვენს ქალაქში ან შეგვატყობინეთ აპლიკაციაში მენიუს პუნქტიდან «უკუკავშირი».

ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ საიტზე taximaxim.ge (ღილაკი «მიწერე ადმინისტრაციას»).

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ხალისიან, მშვიდობიან მგზავრობას!

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი