ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» უკვე ირანსა და აზერბაიჯანშია

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» უკვე ირანსა და აზერბაიჯანშია

11 დეკემბერი, 2017

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმის» ისტორია დაიწყო 2003 წელს ურალის პატარა ქალაქ შადრინსკში, როდესაც ახალგაზრდა სპეციალისტებმა გადაწყვიტეს საერთო საქმის წამოწყება ტრანსპორტით მომსახურების სფეროში. მათი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მოსახლეობისთვის შეეთავაზებინათ მაქსიმალურად ავტომატიზირებული და მოხერხებელი ტაქსის სერვისი. თავდაპირველად ისინი თვითონ იღებდნენ ზარებს და თვითონვე საკუთარი ავტომობილებით ახორციელებდნენ მგზავრების გადაყვანას და ბარგის გადაზიდვას.

დიდი მონდომების, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების სწორად შერჩევისა და მიზანმიმართული შრომის შედეგად მოზიდულ იქნენ მძღოლები და მგზავრები, შემუშავდა პროგრამული უზრუნველყოფა და სამომავლო გეგმები. შეკვეთების ზრდასთან ერთად მოიმატა ქალაქების რაოდენობამ, სადაც გაიხსნა ახალი ოფისები.

2014 წლიდან ტაქსის გამოძახების სერვისმა «მაქსიმმა» დაიწყო მუშაობა საქართველოში, უკრაინასა და ყაზახეთში, 2015 წლიდან — ბულგარეთში, 2017 წლიდან — ტაჯიკეთსა და ბელარუსში. შემოდგომაზე კი ტაქსის გამოძახების სერვისის პირველი ოფისები გაიხსნა ირანსა და აზერბაიჯანში.

დღეისათვის სერვისი «მაქსიმის» მუშაობის გეოგრაფია მოიცავს 9 ქვეყანას და 250 ქალაქს. ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» არის საერთაშორისო კომპანია, რომლის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი საქმიანობით ხელს უწყობს მის წინსვლას, მძღოლებს, რომლებიც სარგებლობენ მათთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციით «Taxsee Driver», და ჩვენს ერთგულ კლიენტებს.

ჩვენი მიზანია — გავხდეთ გლობალური ბრენდი და მრავალწლიანი გამოცდილების, შეძენილი ცოდნის საფუძველზე მოგაწოდოთ სრულყოფილი თანამედროვე სერვისი, გაგიწიოთ ხარისხიანი მომსახურება, რომელ ქალაქშიც და რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იმყოფებოდეთ. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ კომპანიის საქმიანობის გაფართოებაზე, განვითარებაზე და მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი