სერვის «მაქსიმში» შეგიძლიათ გამოიძახოთ ტაქსი ნებისმიერ წერტილში რუკაზე

სერვის «მაქსიმში» შეგიძლიათ გამოიძახოთ ტაქსი ნებისმიერ წერტილში რუკაზე

2017 სექტემბერი 21

აპლიკაციაში «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» შეკვეთის შექმნა შესაძლებელია გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით, თუ 100 მეტრის რადიუსში არ არის სისტემისთვის ცნობილი მისამართები. ახალი შესაძლებლობა აქტუალურია, როდესაც მგზავრი იმყოფება ქალაქის განცალკევებულ რაიონში ან მის ფარგლებს გარეთ.

ადრე ტაქსის გამოძახებისას ისეთ ადგილზე, სადაც არც შენობები და რაიმე ობიექტებია, რუკაზე დაყენებული გეოგრაფიული მარკერი მაინც უახლოეს შენობას ებმებოდა, და მისი მისამართი გამოისახებოდა. მგზავრს შეეძლო თავისი ადგილმდებარეობის დაზუსტება შეკვეთის კომენტარებში ან მძღოლთან დაკავშირების შემთხვევაში. ახლა უკვე შეიძლება გეოგრაფიული მარკერის დაყენება რუკაზე ნებისმიერ წერტილში. სისტემა განსაზღვრავს მის კოორდინატებს, მძღოლი კი ნახავს, კონკრეტულად სად არის მგზავრი.

ახალი შესაძლებლობა დამატებულია აპლიკაციაში «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» Android-ის, ასევე iOS-ის პლატფორმებზე და ხელმისაწვდომია ყველა ქვეყანაში, სადაც მუშაობს სერვისი. ეს არ არის ბოლო დროის პირველი სიახლე, რომელიც ამარტივებს ავტომობილის გამოძახებას შორეულ რაიონებში. ივლისიდან აპლიაკაცია სთავაზობს მგზავრს თვითონ აირჩიოს მძღოლი, რომელიც სხვა რაიონში ელოდება შეკვეთებს, და გადაიხადოს დამატებითი თანხა ავტომობილის მიწოდებისთვის. «მაქსიმი» განაგრძობს სერვისის გაუმჯობესებას იმისათვის, რომ ის მაქსიმალურად მოხერხებული გახდეს როგორც მგზავრებისთვის, ისე მძღოლებისთვის.