"მაქსიმმა" განაახლა ტაქსის გამოძახების აპლიკაცია Windows phone-ზე

"მაქსიმმა" განაახლა ტაქსის გამოძახების აპლიკაცია Windows phone-ზე

17 აგვისტო, 2017

ახალ ვერსიაში Windows Phone-ს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ყველა ის ფუნქცია, რომლებიც ადრე რეალიზებული იყო აპლიკაციებში Android და iOS პლატფორმებზე.

მთავარ ცვლილებებს, წინა ვერსიებთან შედარებით წარმოადგენს მთლიანად გადამუშავებული დიზაინი, ტარიფების არჩევის სიაში ფასის ავტომატური დაანგარიშება, რუკაზე მისამართის ძებნა, რუკაზე შეკვეთის მარშრუტისა და მძღოლის ადგილმდებარეობის ნახვა, მგზავრობის ტრეკის გაზიარება, ქალაქის ავტოგანსაზღვრა, ჩათი მძღოლთან.

ფაქტიურად ეს ახალი აპლიკაციაა, უფრო ფუნქციონალური და სასიამოვნოდ გაფორმებული. ამავე დროს ტაქსის გამოძახება მაქსიმალურად მარტივი და სწრაფი რჩება. მგზავრობის გადახდა შეიძლება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.

მომხმარებლებს აპლიკაციის ახალი ვერსიის შესახებ შეფასების გაგზავნა შეუძლიათ გვერდით მენიუში უკუკავშირის ფორმის მეშვეობით. განახლებულ ვერსიას უკვე აქვს დადებითი შეფასებები.

— გმადლობთ ახალი თანამედროვე ინტერფეისისთვის. გმადლობთ, რომ დაამატეთ ქალაქის რუკა, რომ შესაძლებელი გახდა ავტომობილის ვიზუალური ნახვა. გმადლობთ, რომ შეასწორეთ შეტყობინებები და რომ დაამატეთ საბანკო ბარათის მიბმის შესაძლებლობა. გმადლობთ, რომ არ დაგვივიწყეთ Windows Phone-ს მომხმარებლები — დატოვა შეფასება აპლიკაციის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი