«მაქსიმი: ტაქსის გამოძახება»: აპლიკაცია  ოპერატორის წინააღმდეგ

«მაქსიმი: ტაქსის გამოძახება»: აპლიკაცია ოპერატორის წინააღმდეგ

25 ივლისი, 2017

ყოველ დღე მსოფლიოში ახალ-ახალი აპლიკაციები იქმნება. ისინი ჩვენ გვართობენ, გვეხმარებიან მუშაობაში, მათ ვიყენებთ ყოველდღიურ სიტუაციებში. ბევრმა აპლიკაციამ ზიანის გარეშე ჩაანაცვლა ადამიანებთან ურთიერთობა, რაც უმეტეს შემთხვევაში უფრო კომფორტულია. მაგალითად, ტაქსის გამოძახებისას. წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, რის გამოც ტაქსის გამოძახება აპლიკაციით უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ოპერატორის დახმარებით.


1. აპლიკაციის მეშვეობით შეკვეთა უფრო სწრაფად იქმნება

მომხმარებელს არ უწევს ოპერატორის პასუხის ლოდინი და მგზავრობის მისამართის კარნახი. საკმარისია ეკრანზე რამდენიმე შეხება - მისამართის შეყვანა და შეკვეთის შექმნა. აპლიკაცია ავტომატურად განსაზღვრავს მომხმარებლის ადგილმდებარეობას, მისამართების შეყვანისას სთავაზობს კარნახს და სასურველი სახლის არჩევას პირდაპირ რუკაზე. ეს კი გამორიცხავს მისამართის არასწორად შეყვანას. შესაძლებელია მგზავრობების განმეორება შეკვეთების ისტორიიდან, ასევე ხშირი მარშრუტების დამატება შაბლონებში. გამოცდილ მომხმარებლებს შეკვეთის შესაქმნელად მხოლოდ 3 წამი სჭირდებათ.

2. აპლიკაცია ავტომატურად ითვლის მგზავრობის ღირებულებას

მითითებული მარშრუტის მიხედვით აპლიკაცია ავტომატურად ითვლის მგზავრობის ღირებულებას და შეკვეთის შექმნამდე გატყობინებთ მას, რაც გაძლევთ საშუალებას გაიგოთ, რა თანხა უნდა იქონიოთ თან ტაქსით მგზავრობისთვის, და ადვილად დაგეგმოთ ხარჯები.

მობილურ სერვისში არის ფუნქცია, რომლითაც შეგიძლიათ დაამატოთ მარშრუტის რამდენიმე მისამართი, შეცვალოთ მათი თანმიმდევრობა, შექმნათ წინასწარი შეკვეთები და აირჩიოთ სასურველი ტარიფი. ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მგზავრობის ფასი მაშინვე ხდება ცნობილი. შეგიძლიათ სხვადასხვა მისამართით ექსპერიმენტირება და ტაქსზე თანხის დაზოგვა.

3. შეკვეთაზე მოსული ავტომობილის პოვნა ადვილია

ტელეფონით ტაქსის შეკვეთისას ზოგიერთ კლიენტს ხანდახან უჭირს იმ ადგილის პოვნა, სადაც მოვიდა ავტომობილი. ამის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: დაავიწყდათ მანქანის ნომერი, ძალიან ადრე გამოვიდნენ, მძღოლი ვერ მივიდა გამოძახების ადგილზე საგზაო სამუშაოების ან პარკირების არარსებობის გამო. «მაქსიმის» მომხმარებლები იშვიათად ხვდებიან ასეთ სიტუაციებში.

აპლიკაციაში გამოისახება დანიშნული ავტომობილის მარკა, ნომერი და ფერი.

ამ ინფორმაციის დამახსოვრება არ არის აუცილებელი. ასევე ონლაინ შეგიძლიათ ნახოთ ავტომობილის მიწოდების დრო და მძღოლის ადგილმდებარეობა რუკაზე, რაც იძლევა ტაქსთან დროულად გამოსვლისა და მისი ადვილად პოვნის საშუალებას.

4. შეგიძლიათ აჩვენოთ, სად მგზავრობთ

ზეპირად ძნელი ასახსნელია, თუ სად იმყოფება ადამიანი. საჭიროა ორიენტირების გახსენება, რომლებიც მოსაუბრისთვის გასაგები იქნება. აპლიკაციაში «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» არის ფუნქცია - მგზავრობის ტრეკის გაზიარება. ტრეკის მიმღები ხედავს რუკას მგზავრობის მარშრუტითა და მანქანის ადგილმდებარეობით ონლაინ რეჟიმში. ასე თქვენ შეგიძლიათ ნათლად აჩვენოთ, თუ რამდენ ხანში მიხვალთ სასურველ ადგილამდე. მაგალითად, ამ ფუნქციის საშუალებით მშობლები ხედავენ, სად, გზის რომელ მონაკეთზე მგზავრობს მათი ბავშვი. მეგობრებს კი შეუძლიათ ერთმანეთის მოწვევა, რათა შეუერთდნენ მგზავრობას და დაზოგონ თანხა ტაქსზე.

5. აპლიკაციის მომხმარებლებს შეგიძლიათ უფასოდ იმგზავროთ ტაქსით

«მაქსიმი: ტაქსის გამოძახებაში» ყველაზე უფრო სასიამოვნო არის პრომოკოდები, რომლებსაც გჩუქნით სერვისი «მაქსიმი». პრომოკოდის შეყვანის შემდეგ თქვენ იღებთ პრემიალურ თანხას, რომლის საშუალებითაც ანაზღაურებთ ტაქსით მგზავრობას. ასევე მოქმედებს ლოიალობის პროგრამა, რომლის მიხედვით გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ პრემიალური ბონუსები თითოეული მეგობრისთვის, რომელსაც გაუგზავნით მოწვევას ისარგებლოს აპლიკაციით. მოწვეული მეგობრისთვის თქვენ იღებთ 0,5 ბონუსს, თქვენი მეგობარი კი — 2 ბონუსს, სადაც 1 ბონუსი უდრის 1 ლარს. დააგროვეთ ბონუსები და იმგზავრეთ უფასოდ!

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი