ვის დარჩა საბანი ტაქსში? ქალაქების რეიტინგი, სადაც  უფრო მეტი გულმავიწყი ადამიანი ცხოვრობს

ვის დარჩა საბანი ტაქსში? ქალაქების რეიტინგი, სადაც უფრო მეტი გულმავიწყი ადამიანი ცხოვრობს

11 ივლისი, 2017

ტაქსის გამოძახების სერვისმა «მაქსიმმა» ტაქსში დატოვებული ნივთების რაოდენობის ანალიზის შედეგად შეადგინა საქართველოს ქალაქების რეიტინგი, სადაც ყველაზე ხშირად მოგვმართავენ დაკარგულ ნივთებთან დაკავშირებით.

2017 წლის დასაწყისიდან ივლისამდე ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმის» ოფისებში შემოვიდა უამრავი განაცხადი ავტომობილებში დავიწყებული ნივთების დაბრუნების თხოვნით. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყოველ საათში ტაქსის მგზავრებს საკუთარი ნივთები ავტომობილის სალონში რჩებათ. აღნიშნულ პერიოდში მომართვების მაჩვენებელმა თბილისში, ისევე, როგორც ქუთაისში, შეადგინა 0,16%, ზუგდიდში — 0,15%, რუსთავში — 0,14%, ფოთში — 0,11% . ამ რეიტინგის დასაწყისში არის ბათუმი — მომართვების 0,17%, ბოლოში კი გორი — 0,08%.

ყველაზე ხშირად კლიენტებს ტაქსში რჩებათ ფული, ტელეფონები, საბუთები, გასაღები, ასევე ტანსაცმელი და ბავშვის სათამაშოები. იყო შემთხვევები, როდესაც მძღოლებმა ავტომობილის სალონში აღმოაჩინეს საბანი, გიტარა, სურსათი და გაზქურაც კი.

ჩვენს სერვისში მოქმედებს შემდეგი წესი: ტაქსში დატოვებული ნებისმიერი ნივთი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს მის მფლობელს. ამის საშუალებას იძლევა სერვისის უკუკავშირის სისტემა. მძღოლსა და კლიენტს შეუძლიათ დაეკონტაქტონ ერთმანეთს ოპერატორის მონაწილეობის გარეშე. ამ მიზნით მძღოლებისთვის განკუთვნილ აპლიკაციაში Taxsee Driver არსებობს კლიენტთან დაკავშირების შესაძლებლობა შეკვეთის შესრულებიდან 12 საათის განმავლობაში, ხოლო აპლიკაციაში «მაქსიმ: ტაქსის გამოძახება» - კლიენტს შეუძლია დაურეკოს მძღოლს მგზავრობიდან 24 საათის განმავლობაში.

თუ მძღოლმა ვერ იპოვა ის ადამიანი, ვისაც დარჩა ავტომობილში თავისი ნივთები, მას ისინი ოფისში მიაქვს. ნივთების წასაღებად კლიენტმა უნდა დარეკოს ტაქსის გამოძახების ტელეფონის ნომერზე და აუხსნას ოპერატორს, კონკრეტულად რა დაკარგა, დაასახელოს ტელეფონის ნომერი, საიდანაც შეუკვეთა ტაქსი და მგზავრობის სხვა დეტალები. თუ ნივთები ოფისშია, ჩვენი მენეჯერები ყოველთვის უბრუნებენ მათ თავიანთ მფლობელს.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი