ტაქსის გამოძახების სერვისმა «მაქსიმმა» აპლიკაციაში  ახალი მომსახურება დაამატა

ტაქსის გამოძახების სერვისმა «მაქსიმმა» აპლიკაციაში ახალი მომსახურება დაამატა

2017 ივნისი 23
городасервисы

აპლიკაციის «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» მომხმარებლებს შეუძლიათ სთხოვონ მძღოლს ძრავის ამუშავება ან სხვა დახმარება. მაგალითად, გარკვეულ ადგილამდე ნივთების მიტანა.

ადრე აღნიშნული მომსახურებებით სარგებლობა შეიძლებოდა მხოლოდ ოპერატორთან დაკავშირების შემდეგ. ახლა კი ამ მომსახურებების შეკვეთა აპლიკაციაში შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე შეხებით. ამისათვის მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს «სურვილი შეკვეთაზე» და აირჩიეთ სიიდან სასურველი მომსახურება.

«ძრავის გაშვება» გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ გაგიჭირდებათ ავტომობილის დაქოქვა. «მძღოლის დახმარება» კი - როცა საჭიროა ნივთების მიტანა სადმე, საბურავის შეცვლა, მიწოდების განხორციელება და გადაყვანის/გადაზიდვის გარდა სხვა მომსახურების გაწევა. შეკვეთის კომენტარებში შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რისი გაკეთება არის საჭირო. შეკვეთას მიიღებს ის მძღოლი, რომელიც მზად არის შეასრულოს აპლიკაციაში მითითებული სურვილი.

განახლებები რეალიზებულია აპლიკაციაში «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» Android-ის, iOS-ისა და Windows Phone-ის პლატფორმებზე.