მობილური აპლიკაციები მზად არის სპარსულ ენაზე მუშაობისთვის

მობილური აპლიკაციები მზად არის სპარსულ ენაზე მუშაობისთვის

20 ივნისი, 2017

ცოტა ხნის წინ გამოვიდა Taxsee Driver-ის განახლებული ვერსია iOS-ზე. ახლა ჰოლდინგის ყველა საფირმო მობილური აპლიკაცია მზად არის სპარსულენოვან ქვეყნებში მუშაობისთვის.

მობილური აპლიკაციების შემუშავების განყოფილებისა და IT-ქვედანაყოფის ლოკალიზაციის ჯგუფის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ახალ ვერსიებს «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» და Taxsee Driver-ს ყველა აქტუალურ საოპერაციო სისტემაზე აქვთ RTL-ენების მხარდაჭერა და ენების სიაში უკვე შესაძლებელია სპარსული ენის არჩევა.

შეგახსენებთ, რომ right-to-left-ს მიეკუთვნება ენები, რომლებსაც გააჩნიათ დამწერლობა მარჯვნიდან მარცხნივ: არაბული, სპარსული, ურდუ, ივრიტი და იდიში. აღნიშნული თავისებურება ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ტექსტზე, არამედ თვითონ პროგრამული უზრუნველყოფის ვიზუალურ მხარეზე. იმისათვის, რომ ამ ენებზე მოსაუბრე ადამიანებისთვის ინტერფეისი ადვილად აღქმადი იყოს, მას სარკისებური ასახვა უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, ადგილი შეიცვალეს მართვისა და ილუსტრაციის ელემენეტებმაც კი. ასეთი ენების დასამატებლად პროგრამული უზრუნველყოფის ბოლომდე დამუშავება საკმაოდ რთულ და არასტანდარტულ ამოცანას წარმოადგენს.

საქმეს ართულებდა ის, რომ სპარსული ენა ვიზუალურად განსხვავდება ევროპული და სლავური ენებისგან.

ახლა ჰოლდინგის მობილურ აპლიკაციებში სულ 8 ენაა. აპლიკაციებში მუდმივად ხდება განახლებები.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი