გორში გაიხსნა ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმის» ოფისი

გორში გაიხსნა ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმის» ოფისი

2017 მარტი 30

2017 წლის 29 მარტიდან გორის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ტაქსის გამოძახების თანამედროვე და მოხერხებული სერვისი. 29 მარტს შემოვიდა და შესრულდა პირველი შეკვეთა.

ტაქსის გამოძახების ტელეფონის ნომერია: (0370) 29 29 29.

გორელებს და ქალაქის სტუმრებს შეუძლიათ სწრაფად და მარტივად გამოიძახონ ტაქსი როგორც ოპერატორის დახმარებით, ისე ოპერატორთან დაკავშირების გარეშე - iOS-ის, Android-ისა და Windows Phone-ის პლანშეტებისა და სმარტფონების საფირმო მობილური აპლიკაციით «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» და ონლაინ საიტზე taximaxim.ge.

გორი — ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში, მდებარეობს მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. დღეს ის შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია და მას აქვს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. მისი მოსახლეობა შეადგენს 48145 კაცს. ქალაქში არის მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები, ჯანდაცვისა და განათლების დაწესებულებები, გასართობი ცენტრები. იგი მდიდარია ისტორიული და კულტურული ძეგლებით, მას ტურიზმის განვითარების უზარმაზარი შესაძლებლობები გააჩნია. ქალაქის ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ გორის საკათედრო ტაძარი, თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და საბრძოლო დიდების მუზეუმები, რეაბილიტირებული ციხის უბანი, ი.ბ.სტალინის სახლ-მუზეუმი და გორის სავიზიტო ბარათი - «გორისციხე».

იმისათვის, რომ წინასწარ გაიგოთ მგზავრობის ღირებულება, შეიყვანეთ სასურველი მისამართი შესაბამის ველში ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმის» საიტზე ან აპლიკაციში «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება».

გორში ჩვენი ოფისის მისამართია: კახნიაშვილის N24.

ტელეფონის ნომერი: (0370) 29-80-89.

ოფისის მუშაობის რეჟიმი: ორშ. - პარ. - 08:00 - 19:00.