​აპლიკაციით «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» ავტომობილის შეკვეთა უკვე შესაძლებელია ორი კლიკით

​აპლიკაციით «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» ავტომობილის შეკვეთა უკვე შესაძლებელია ორი კლიკით

9 მარტი, 2017
#taximaximсервисы

ტაქსის გამოძახების პროცესი უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახდა. ახლა შეკვეთის შესაქმნელად საკმარისია მხოლოდ ორი შეხება: შეგიძლიათ შექმნათ რჩეული მგზავრობის იარლიყი სმარტფონის მთავარ ეკრანზე და წამებში შეუკვეთოთ ტაქსი.

აპლიკაციაში დამატებულია ჰიბრიდული ძებნა: უკვე შესაძლებელია სტრიქონში შეიყვანოთ ქუჩის სახელწოდებაც და სახლის ნომერიც, ხოლო მარშრუტის ბოლო პუნქტის შეყვანა არ არის აუცილებელი. ასეთი შეკვეთის შემთხვევაში სერვისი გაჩვენებთ მომსახურების მინიმალურ ღირებულებას, საბოლოო ფასი კი განისაზღვრება მგზავრობის დასასრულს.

გარდა ამისა, გააძლიერდა წვდომის უსაფრთხოება აპლიკაციაზე «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება». აწი ყოველ მოწყობილობას საკუთარი აუტენტიფიკაციის კოდი ექნება. ის ყოველთვის განსხვავებული იქნება და ალბათობა იმისა, რომ უცხო ადამიანი კლიენტის სახელით მიიღებს აპლიკაციაზე წვდომას, გამოირიცხება.

ზემოთ აღწერილი ვერსია ავტომატურად არ განახლდება, მაგრამ მომხმარებლები მიიღებენ სისტემურ შეტყობინებას აპლიკაციის განახლების შესახებ. მისი განახლება შეგიძლიათ პირდაპირ Google Play-დანაც.

მიმდინარეობს ასევე «მაქსიმი: ტაქსის გამოძახების» ახალი ვერსიების შემუშავება iOS-სა და Windows Phone-თვის.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი