შობას გილოცავთ!

შობას გილოცავთ!

7 იანვარი, 2017

ოცდაერთი საუკუნის წინ, სუსხიან ღამეს, ბეთლემის მახლობლად უფლის ანგელოზმა ახარა მაცხოვრის დაბადება მწყემსებს, რომლებიც თავიანთ ფარას დარაჯობდნენ. გახარებული მწყემსები სასწრაფოდ გაემართნენ მინიშნებული ადგილისაკენ, იხილეს ყრმა იესო და ადიდებდნენ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის. რამდენიმე თვით ადრე კი ცაზე უცხო ვარსკლავი გამოჩნდა, რომელიც აღმოსავლელმა მოგვებმა შენიშნეს და გადაწყვიტეს გაჰყოლოდნენ მანათობელს, რომელიც მეუფის დაბადებას მოასწავებდა. მოგვები მივიდნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი სცეს მას.

ასე დაიწყო ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში. ამ დღეს აღნიშნავს მართლმადიდებლური სამყარო და ეკლესიებში საშობაო ლოცვები აღევლინება. რამდენიმე წლის წინ დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, შობის ღამეს ქრისტიანები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რათა ღირსეულად შეეგებონ ამ დიდებულ დღესასწაულს და იზეიმონ მაცხოვრის დაბადება. სანთელი ხომ ქრისტეს – მსოფლიო სინათლის სიმბოლოა.

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» გილოცავთ ქრისტეშობას! გისურვებთ ღვთის წყალობას, სიკეთეს და ურთიერთსიყვარულს. ჩვენს გულებშიც შობილიყოს კაცობრიობის მაცხოვარი თავისი ნათლითა და მადლით! მშვიდობა და ბედნიერება მოეტანოს ამ დღეს თითოეული ჩვენგანის ოჯახებისა და ჩვენი სამშობლოსათვის!

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი